"იმედის" ახალი პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური და ეპატაჟური წევრი გოჩა ჩერტკოევი ფართო მასებისთვის დღემდე მხოლოდ, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, იყო ცნობილი.
სამეჯლისო ცეკვების დიდოსტატი რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და როგორც აღმოჩნდა, წარმატებითაც მოღვაწეობს. და არა მარტო ცეკვის დარგში...
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ პროფესიონალი მოცეკვავე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ "თელას" დამაარსებლების, გაჩეჩილაძეების სიძე, აშშ-ის კინოინდუსტრიაშიც მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.
რამდენიმე ფილმიდან, რომელშიც გოჩა მონაწილეობს, აღსანიშნავი ქართული მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი სერიალი "გაქცევაა", სადაც ჩვენი თანამემამულე ერთ-ერთი კრიმინალის როლს ასრულებს.
ნახეთ და შეაფასეთ გოჩა ჩერტკოევის ერთ-ერთი როლი მძაფრსიუჟეტიან ფილმში- Street of Blood
იხილეთ ვიდეო