როდესაც ისეთ ღონისძიებაზე გვიწევს წასვლა, როგორიც გამოსაშვები საღამოა, ცხადია სამოსი დიდი სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ.
რაც უფრო დიდხანს ვარჩევთ კაბას, უფრო ვიბნევით, ამიტომ თავიდანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ. გასათვალისწინებელია რომელი ფერი უხდება ყველაზე მეტად ჩვენს სახის კანს და როგორი სტილი გაუსვამს ხაზს ჩვენს სილამაზეს.
ნაზი, თხელი აღნაგობის გოგონები უპირატესობას ძირითადად სადა ფერებს ანიჭებენ და სამოსზე, რომელსაც ირჩევენ ყვავილების ტექსტურაა. თუ წონის პრობლემა გვაქვს, შავი ფერი შესანიშნავი გადაწყვეტა იქნება, თუმცა უნდა ვეცადოთ, გამოვკვეთოთ ფორმები ისე, რომ "ნაკლი" ღირსებად წარმოვაჩინოთ.
გადავხედოთ ვარიანტებს და ვიყოთ თავხედურად ლამაზები, რადგან ამას ყველა ქალი იმსახურებს.











<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>