დაფნის ფოთლის ნიღაბი სახისთვის - Marao

დაფნის ფოთლის ნიღაბი სახისთვის

2020-11-16 09:32:52+04:00

გამაახალგაზრდავებელი თვისებები, კანის საფარის აღდგენა და ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეს ყველაფერი დაფნის ფოთლითაა შესაძლებელი.

  • დაფქვით 8 გ დაფნის ფოთოლი. დაასხით 100 მლ ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ 2 ს/კ შვრიის ფანტელი. დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.

დაფნის ფოთლის სარგებელი კანისთვის

  • როდესაც ფანტელი გაფუვდება, ნიღაბი გასუფთავებულ სახის კანზე და ყელის არეში დაიტანეთ. გაიჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.
პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.

ნახარში პრობლემური ტიპის კანისთვის

  • აადუღეთ 100 მლ წყალი. დაუმატეთ 10 გ დაფქული დაფნის ფოთოლი და ხარშეთ 2 წთ.
  • დადგით ნაყენი და დააცადეთ გაცივება.
  • გაატარეთ ბადეში, რომ გაიფილტროს.
  • გამოიყენეთ ტონიკის ნაცვლად, დღეში ერთხელ, 1 კვირის მანძილზე.

როგორ გამოვიყენოთ დაფნის ფოთოლი

  • როდესაც ლოსიონი კანში შეიწოვება, კრემი წაისვით. ნაყენი მაცივარში შეინახეთ.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის

ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის, დაფქვით 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით 2 სთ. გაატარეთ საწურში და დაუმატეთ 2 ს/კ სპირტი და ლიმონის წვენი.

გაიწმინდეთ კანი დილა-საღამოს.

დაფნის ფოთოლი კანს გააჯანსაღებს და დაბერების პროცესებს შეუშლის ხელს.