10 ნიშანი იმისა, არის თუ არა შენი პარტნიორი შენი სულიერი მეორე ნახევარი - Marao

10 ნიშანი იმისა, არის თუ არა შენი პარტნიორი შენი სულიერი მეორე ნახევარი

2019-10-28 10:52:18+04:00

სულიერი სიახლოვის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონია შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოეცადა.
მონათესავე სული, „შენი ადამიანი“ გიქმნის ყველა პირობას, რომ თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნო. მასთან ურთიერთობისას თავს ერთი მთლიანი პაზლის სურათად გრძნობ. შენი თანამგზავრი, საიმედო პარტნიორი, მუდმივი დამხმარე და კედელია. მასთან ურთიერთობა სულიერად გამდიდრებს.

„შენი ადამიანი“ განსხვავდება ცხოვრების თანამგზავრისგან. ზოგიერთი ახერხებს და პოულობს ისეთ ადამიანს, ვისთანაც რჩება ცხოვრების ბოლომდე, თუმცა ის არ არის მისი ადამიანი, ვერ ამყარებს მასთან სულიერ სიახლოვეს. ასეთი ურთიერთობაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს ბედნიერი, თუ არსებობს წყვილს შორის ნდობა, პატივისცემა და მეგობრობა.

მეორე ნახევართან შეხვედრა, როგორც წესი, მოხდება მოულოდნელად. თავიდან ასეთი გრძნობა თქვენში შფოთვას გამოიწვევს, რადგან ეს სრულიად ახალი სახეობაა ისეთი ურთიერთობის, როგორიც აქამდე არ გქონიათ გამოცდილი. ესაა მაგიური ენერგია, ინტუიცია, რომელიც არ იწვევს უმცირეს ეჭვსაც კი, რომ თქვენ ერთმანეთი იპოვეთ. ამიტომ ყველა კითხვა და ეჭვი უბრალოდ ქრება.

ყველაფერი უჩვეულოდ ჰარმონიულად ხდება, არსად არაა ძველი გამოცდილებისგან გამოწვეული ცუდის მოლოდინი, ტანჯვა. თქვენ თავს ხდება რაღაც ახალი. აქამდე შეუცნობელი და გამოუცდელი.

ასეთი რამ ხდება ძალიან იშვიათად და ის იმდენად რელურია, რომ აღქმაც გიჭირთ. მისი ემოციური ვიბრაციები ნებისმიერ მანძილზე გასაგებია თქვენთვის, რას გრძნობს, როგორ ხასიათზეა. ის გაძლევთ სრულ თავისუფლებას, იმოქმედოთ როგორც გაგიხარდებათ, მაგრამ ამავე დროს, შორიდან გადევნებთ თვალს. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობდით და მაშინ, როცა მიეჩვევით იმ ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება, შეიგრძნობთ ბედნიერებას და სულიერად აივსებით.

თქვენი პარტნიორი თქვენი მფარველი გახდება.

ხდება ისეც, რომ მეორე ნახევარი გახსენებთ წინა ცხოვრების გამოცდილებას, მაგალითად, რომ წერდით წიგნებს, მღეროდით. იწყებთ შემოქმედებით მუშაობას, იწყებთ ცეკვას, მოგზაურობას. ის გაძლევთ რწმენას საკუთარი თავისას, რადგან მას სჯერა თქვენი.

რა თქმა უნდა, მას შეუძლია გაგახსენოთ წარსული, ხელი შეგიწყოთ კარგად ყოფნაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ბედნიერებას თავად ქმნით.

მაშ ასე , 10 ნიშანი, რომ თქვენ იპოვეთ თქვენი სულის ნაწილი, თქვენი ადამიანი:

1. ეს ყველაფერი მოდის გულიდან

რთულია აღწერო ის განცდა და გრძნობა, რასაც მასთან განიცდი და გრძნობ. ის მეტია, ვიდრე უბრალოდ - მეორე ადამიანი.

2. ფლეშბექი

თუ ადამიანი არის თქვენი ნახევარი, დიდი შანსია, რომ წინა ცხოვრებაში თქვენ უკვე იყავით ერთად და თქვენს თავს უკვე ხდებოდა მსგავსი რამ, მაგრამ სხვა სიტუაციაში.

3. თქვენ უბრალოდ გიზიდავთ ერთმანეთი

შეხვედრიხართ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთის დაწყებულ წინადადებებს ამთავრებენ? ზოგი ამას დამთხვევად ჩათვლის, თუმცა პირადად მე, „soulmate ადამიანებს“ ვეძახი მათ.

4. თქვენ გიყვართ მისი უარყოფითი თვისებებიც

იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, სულიერად ახლო ადამიანებს შორისაც კი, მაგრამ ამ ორს შორის კავშირის დარღვევა არცთუ ისე ადვილია. ისინი სხვებისგან განსხვავებით მარტივად და ადვილად იღებენ თავიანთი პარტნიორის უარყოფით ჩვევებს.

5. ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა

მათი ურთიერთობა ბევრად სერიოზულია, როგორც კარგი, ასევე ცუდი. მთავარიაბოლომდე ერთად დარჩენა და გადაწყვეტილებების ერთად პოვნა.

6. ერთად მთელი სამყაროს წინააღმდეგ

ისინი იმდენად ერთიან სხეულად გრძნობენ თავს, რომ მზად არიან, გაილაშქრონ მთელი სამყაროს წინააღმდეგ.

7. ფსიქოლოგიურად ისინი ერთ ტალღაზე არიან

სულიერად მსგავს ადამიანებს შორის ხშირად ისეთივე ფსიქიკური კავშირია, როგორც ეს ტყუპების შემთხვევაში გვხვდება. მათი გონება უნისონში მუშაობს.

8. ერთად კომფორტულად და უსაფრთხოდ ხართ

ისინი მუდამ გიჩენენ დაცულობის განცდას. თითქოს ის თქვენი და თქვენ მისი მფარველი ანგელოზი ხართ.

9. თქვენ მის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება

შენიანი სული ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც რაღაც წყენის გამო ადვილად არ წავა. ესაა ის ადამიანი, ვის გარეშეც თქვენ ვეღარ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება.

10. თქვენ თვალებში უყურებთ ერთმანეთს

Soulmate-ები საუბრისას უფრო ხშირად უყურებენ ერთმანეთს თვალებში, ვიდრე სხვა წყვილები. საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს ბევრად კომფორტულია ურთიერთობა, თავს უფრო მშვიდად გრძნობთ.

თათა შენგელია