ჟოლოს ტორტი "დათუნია ჟოლოში" - Marao

ჟოლოს ტორტი "დათუნია ჟოლოში"

2019-06-13 12:00:53+04:00

ზაფხულში, როცა ხილისა და კენკრის მრავალფეროვნება გაქვს, დანაშაულიც კია ხილის ტორტის არგამოცხობა. დღეს ჟოლოს ტორტის რეცეპტს გთავაზობთ, ორიგინალურია და ძალიან გემრიელი.

დაგჭირდებათ:

  • ფქვილი 450 გრამი
  • კარაქი 360 გრამი
  • შაქარი 550 გრამი
  • იოგურტი 250 გრამი
  • კვერცხი 3 ცალი
  • კვერცხის გული 4 ცალი
  • კრემისმაგვარი ყველი 450 გრამი
  • ჟოლო 300 გრამი
  • ჟოლოს მურაბა 180 გრამი
  • სიმინდის სახამებელი 50 გრამი
  • ძმარი 1 სადილის კოვზი
  • კაკაო 1 სადილის კოვზი
  • წყალი 75 მლ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი
  • საკვები საღებავი

მომზადება

  1. ნახევარი კარაქი და 350 გრამი შაქარი ათქვიფეთ. კრემისმაგვარი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ძმარი, საღებავი (ან კაკაო), ფქვილი, მარილი, სოდა, გამაფხვიერებელი და იოგურტი.
  2. მიღებული მასა ორ ტოლ ნაწილად გაყავით და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. გააგრილეთ და ჩამოაჭერით ცომის ზედმეტი ადგილები, ორი თანაბარი ბისკვიტი რომ მიიღოთ. ჩამოჭრილი ცომი დაფხვენით.
  3. ჟოლოს დაუმატეთ 100 გრამი შაქარი და გაზზე დადგით, ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ. მომდევნო 100 გრამ შაქარს შეათქვიფეთ კვერცის გულები, სახამებელი და მუდმივი მორევით დაუმატეთ ჟოლოს. წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე და გააგრილეთ.
  4. კრემისმაგვარი ყველი შეურიეთ ჟოლოს მასას, დაუმატეთ კარაქი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ, ერთგვარი მასა უნდა მიიღოთ.
  5. ჟოლოს მურაბა წყალში გახსენით. ის ბისკვიტის დასანამად გამოგადგებათ. წაუსვით ბისკვიტს კრემი და მორჩენილი დაფხვნილი ცომი მოაყარეთ.
  6. მზა ტორტი მაცივარში გააჩერეთ 4-6 საათი. სუფრაზე მიტანის წინ 10 წუთი გააჩერეთ, ოთახის ტემპერატურის რომ გახდეს.
ტორტი "დათუნია ჟოლოში" საუკეთესო ვარიანტია მეგობრული წვეულებისთვის. ყველა, ვინც გასინჯავს, აღფრთოვანებული დარჩება.