მწვანე, იტალიური წარმომავლობის მინიატურული
ხის მსგავსი ბოსტნეული - კომბოსტო ბროკოლია! ის აუცილებლად საპატიო ადგილს უნდა იკავებდეს თქვენი კვების რაციონში, არამარტო გარნირის სახით, არამედ მთავარი კერძის სახითაც. ბროკოლი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ნებისმიერ კონდიციაში, თუმცა ყველაზე სასარგებლო თვისებებს სწორად მომზადებაში მალავს.
„მარაო“-ს რედაქცია გიზიარებთ რეცეპტებს ბროკოლის სწორად მოსამზადებლად.
ბროკოლი უმად
- ყველაზე მარტივი რეცეპტი დიეტურ სალათებში უმი ბროკოლია, რომელსაც შეუძლია 100% უზრუნველყოს თქვენი ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით.
ინგრედიენტები
- 250 გრამი ბროკოლი
- 1 სტაფილო
- 2 კარტოფილი
- 1 კიტრი
- 20 გრამი კამა
- 20 გრამი ოხრახუში
- 2 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
- გარეცხეთ ბროკოლი და დააცალკევეთ ერთმანეთისგან, ყუნწი სახეხის მეშვეობით გახეხეთ
- მოხარშული კარტოფილი, სტაფილო, კიტრი ასევე გახეხეთ სახეხის საშუალებით.
- მწვანილი წვრილად დაჭერით.
- ყველაფერი მოურიეთ ერთმანეთში და მოასხით ზეთისხილის ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
მოხარშული ბროკოლი
სრულებით საკმარისია კომბოსტოს 60 წამით მდუღარე წყალში გაჩერება, იმისათვის რომ რბილი და გემრიელი იყოს, თუმცა ბავშვებს უფრო მეტად მოსწონთ მარილიან წყალში მოხარშული ბროკოლი 5 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბოსტნეული ყინულებით სავსე წყალში ჩაუშვით მცირე დროით, იმისათვის რომ შეინარჩუნოს თავისი მწვანე ფერი.
ბროკოლი ორთქლზე
ორთქლზე ბროკოლის მომზადება საკმაოდ მარტივია სამზარეულოს მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უნარჩუნებს ბოსტნეულს სასარგებლო ნივთიერებებს, თან ამავდროულად არის ხრაშუნა და რბილი. გარეცხეთ, დაანაწევრეთ და ორთქლზე მოხარშეთ 5 წუთით. შემდგომ კი კვლავ ყინულიან წყალში ჩაუშვით ფერის შესანარჩუნებლად.
მოთუშული ბროკოლი
დარწმუნდით, რომ რეცხვის შემდგომ ბროკოლი საკმარისად დაიწრიტა. მცენარეული ზეთით სავსე ტაფა მიიყვანეთ სიმხურვალემდე, შემდგომ დააწყვეთ ბროკოლი, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 5-7 წუთით. მოთუშეთ მარილის გარეშე.
წყარო: sovkusom