7 ფილმი ქალებზე, რომელიც უნდა ნახოთ, თუ საკუთარი თავის რწმენა დაკარგეთ - Marao

7 ფილმი ქალებზე, რომელიც უნდა ნახოთ, თუ საკუთარი თავის რწმენა დაკარგეთ

2020-11-18 12:23:53+04:00

ძალიან ხშირად გარემოებები ბევრ ქალს აიძულებს,
იცხოვროს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუმცა რთულ პერიოდში ღირს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც განაპირობებს თქვენი სამყაროს გადატრიალებას და იმ გზის შეცვლას, რომელსაც მიუყვებით.

„მარაომ“ მოაგროვა ფილმები ძლიერ ქალებზე, რომლებიც აბრუნებენ რწმენას საკუთარ თავში დაფარული შესაძლებლობებით.

The Lady (2011)/ქალბატონი

აუნ სან სუ ჩჟის და მისი ქმრის - მაიკლ იერისის სიყვარულის ისტორია. მათი სიყვარული ვერ დაანგრია ვერც მანძილმა, ვერც დიდი ხნის განშორებამ და ვერც მტრულად განწყობილმა პოლიტიკურმა რეჟიმმა. ამავდროულად, ეს არის ეპიკური ამბავი ქალზე, რომლის წყალობითაც ბირმაში (თანამედროვე მიანმე) დემოკრატია ჩაისახა...

ფილმი სულიერ სიმტკიცეზე, ადამიანურ ურთიერთგაგებასა და ისეთ ქმედებებზეა, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია.

Sonita (2015)/სონიტა

Image result for Sonita (2015)

ირანელი რეჟისორის ფილმი ავღანეთიდან გაქცეულ ოჯახზე. ფილმში ასახულია მცირეწლოვანი გოგონას ცხოვრება, რომელსაც 2-ჯერ იძულებით გათხოვებას უპირებდნენ.

ფილმი იდეალურად ასახავს იმ სიტუაციას, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი და ყველაფრის მიუხედავად წახვიდე წინ, შენი მიზნებისკენ.

The Eagle Huntress (2016)/არწივებზე მონადირე

Image result for Охотница с орлом, 2016

აიშოლფანი 13 წლის გოგონაა, რომელიც ვარჯიშობდა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი მონადირე არწივით თორმეტ თაობაში მისი ყაზახური ოჯახიდან...

ფილმი უნდობლობასა და დაბრკოლებებზეა, ადამიანზე, რომელსაც სჯერა საკუთარი ძალების.

Padmaavat (2018)/პადმაავატი

Image result for Падмавати, 2018

ყოვლისშემძლე სულთანმა ნახევარი ინდოეთი დაიპყრო, თუმცა ხვდება, რომ მისი სიძლიერე მის მეუღლე პადმაავატიშია, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზითა და სიბრძნით...

ფილმში ნაჩვენებია ის სულიერი სიძლიერე, რომელსაც ძალის გამოყენებითაც ვერაფერს დააკლებენ.

The Wonders (2014)/საოცრება

Related image

ისტორია ოთხი დის შესახებ, უფროსი მათგან 14 წლისაა. მამა — ტირანია იმიტომ, რომ მას სურს დაიცვას შვილები გარე სამყაროსგან და ჰყავს გამოკეტილი, ამავდროულად, მათ იყენებს თაფლის წარმოებაში. ის ცხოვრობს იმ ილუზიით, რომ თითქოს ოჯახი სულ იარსებებს. მაგრამ იდილიის დასარღვევად საკმარისია გოგონებთან გამოჩნდეს ახალგაზრდა ბიჭი...

ასაკის მატებასთან დაკავშირებული დრამა, რომელშიც აცნობიერებ, თუ რას ნიშნავს ცხოვრებისეული სირთულეები და ახლობლების რწმენა.

High Strung (2016)/მაღალი ნოტი

Related image

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ნიუ-იორკის მეტროში ცეკვის დროს შეხვდება კლასიკურ მოცეკვავეს მანჰეტენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ჰიპ-ჰოპის და კლასიკური ცეკვების გაერთიანებით ცდილობენ შეჯიბრებაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

ფილმი ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ საყვარელი საქმის კეთება გუნდურად ბევრად სასიამოვნო პროცესია.

Support the Girls (2018)/გოგონების მხარდაჭერა

Image result for Поддержите девушек, 2018

ლიზა კონროი არის გენერალური მენეჯერი გზატკეცილზე მდებარე სპორტული ბარისა, სახელად Double Whammies. ის ზრუნავს და იცავს თავის თანამშრომლებს ყველაფრის ფასად - მაგრამ ერთ დღეს, მისი ოპტიმიზმი ყველა მიმართულებით შეილახა ... Double Whammies ყიდის დიდ, უცნაურ ამერიკულ ფანტაზიას, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც რეალობა სააშკარაოზე გამოვა?..

ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ არ ძალგვიძს ცხოვრების შეცვლა, თუმცა სრულიად შესაძლებელია მისი შემსუბუქება მათთვის ვინც ჩვენს გვერდით არის.

წყარო:adme