აფროდიტეს დიეტა: კვების მარტივი სისტემა წესებისა და შეზღუდვების გარეშე - Marao

აფროდიტეს დიეტა: კვების მარტივი სისტემა წესებისა და შეზღუდვების გარეშე

2019-08-27 12:20:03+04:00

იდეალურ წონას ყოველთვის რამდენიმე კილოგრამი გვაშორებს
- ეს ნებისმიერისთვის მწვავე თემაა, მათთვისაც კი, ვისაც კარგი აღნაგობა აქვს და მუდამ ცდილობს საკუთარი სხეულის სრულყოფას.

ამ შემთხვევაში იდეალურია აფროდიტეს დიეტა - კვების მარტივი სისტემა მინიმალური წესებითა და შეზღუდვებით, რომელიც ღვთაებრივი აღნაგობის მიღწევის გარანტიაა სულ რაღაც ერთ თვეში.

Image result for Диета Афродиты

ნებადართული პროდუქტები

греческая диета

აფროდიტეს დიეტა დაფუძნებულია 3 ჯგუფად დაყოფილ საკვებზე, მათი მიღების მიხედვით: ყოველდღიური, დაშვებული კვირაში 2-ჯერ და თვეში 3-ჯერ.

Related image

ყოველდღიურად შეგიძლიათ მიირთვათ:

  • პური და მარცვლეულის ფაფები;
  • ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული;
  • ნიგოზი და ნესვის თესლი;
  • ზეითუნის ზეთი;
  • წითელი მშრალი ღვინო;
  • ხაჭო და თხის ყველი.
сырная намазка

კვირაში ორჯერ აუცილებლად უნდა მიირთვათ:

  • კვერცხი;
  • მცირე რაოდენობით შავი შოკოლადი და ნატურალური თაფლი;
  • თევზი და ზღვის პროდუქტები.
морепродукты на диете

თვეში 3-ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ:

  • ძროხის ხორცი;
  • უცხიმო ღორის ხორცი;
  • ქათმის და ინდაურის ხორცი.
диетическое мясо

დიეტაზე ყოფნის დროს უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

  • აუცილებლად იკვებეთ დღეში 5-ჯერ მცირე ულუფებით, 200-250 გრამი.
  • დღიური კალორიების მიღების ნორმა არ უნდა აჭარბებდეს 1500 კილოკალორიას.
  • არ დაგავიწყდეთ არანაკლებ 1.5 ლიტრი სუფთა წყლის მიღება, ასევე შავი ყავა და მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.
  • შეეცადეთ, სრულად ამოიღოთ კვების რაციონიდან მარილი. ჩაანაცვლეთ სანელებლებით.
польза специй

მენიუ პროდუქტებისგან, რომელიც დაშვებულია ყოველდღიურად:

  1. საუზმე: 150 გრამი შვრიის ფაფა წყალში, ბანანი და 200 მლ მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.
  2. ლანჩი: 100 გრამი ნებისმიერი თხილეული.
  3. სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 2 ნაჭერი პური და გრეიპფრუტი.
  4. სამხარი: 150 გრამი თხის ყველი.
  5. ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 50 გრამი ნიგოზი და 100 მლ ხილის ფრეში.
творог с орехами

მენიუ პროდუქტებით დაშვებული კვირაში 2-ჯერ:

  1. საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 100 გრამი თხის ყველი.
  2. ლანჩი: ფორთოხალი.
  3. სადილი: 150 მლ ტომატის კრემ-სუპი, 100 გრამი მოხარშული კრევეტები და 100 მლ მწვანე ჩაი.
  4. სამხარი: 50 გრამი ნიგოზი.
  5. ვახშამი: 200 გრამი გამომცხვარი თევზი, 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და 50 გ შავი შოკოლადი.
томатный суп пошагово

მენიუ ხორცპროდუქტებით:

  1. საუზმე: 100 გრამი წიწიბურას ფაფა, 2 პომიდორი და 100 მლ შავი ყავა.
  2. ლანჩი: 150 გრამი თხის ყველი.
  3. სადილი: 200 მლ ქათმის ბულიონი, 100 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
  4. სამხარი: 2 ბანანი.
  5. ვახშამი: 150 გრამი უცხიმო ღორის ხორცი, 100 გრამი ბოსტნეული და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
овощи на пару

ვისთვის იკრძალება აფროდიტეს დიეტა:

ეს დიეტა ყველასათვის არ არის რეკომენდებული, არ შეიძლება:

  • თუკი ორსულად ხართ;
  • ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე;
  • ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ;
  • ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის;
  • იმყოფებით ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
  • იკრძალება ალერგიულ ადამიანებშიც.
непереносимость лактозы

არ დაგავიწყდეთ დიეტის დაცვამდე კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელიც სწორ მითითებებს მოგცემთ თქვენი ორგანიზმის შესაბამისად.

Image result for Диета Афродиты

იყავით მუდამ მომხიბვლელები და ჯანმრთელები!

Image result for Диета Афродиты

წყარო:sovkusom