რა იყო "რკინის ტახტისთვის" ბრძოლამდე?

დიდი ხნით მოწყენა აღარ მოგიწევთ. "სამეფო კარის თამაშების" ფინალური ეპიზოდის გამოსვლიდან ერთ თვეში საკულტო სერიალის პრიქველის საპილოტე სერიის გადაღებები დაიწყო. პროექტს ოფიციალური სახელწოდება ჯერ არ აქვს, მაგრამ ჯორჯ მარტინმა მიგვანიშნა, რომ შესაძლოა, ახალ სერიალს "გრძელი ღამე" ერქვას.

ლანდშაფტი თქვენთვის ნაცნობი იქნება, გადაღებები ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარეობს.
სერიალში მოქმედება დაახლოებით 5000 წლით ადრე ხდება. სერიალის შემქმნელები გვაჩვენებენ კაცობრიობის ბრძოლას "სხვებთან", რომლებიც ვესტეროსში შემოიჭრებიან.
დეტალები გასაიდუმლოებულია. სავარაუდოდ, პირველ სერიას 2021 წლამდე ვერ ვნახავთ.
