ყველანი ვცდილობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვათ. რაც უფრო ჯანმრთელები ვიქნებით, მით მეტს გავაკეთებთ ჩვენი წარმატებისთვის.
გასწავლით მარტივ რეცეპტს, თუ როგორ უნდა დარჩეთ ჯანმრთელი და ბედნიერი მრავალი წლის განმავლობაში.
რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა. იგი საუკუნეების მანძილზე ითვლება განწყობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ბუნებრივ საშუალებად. კურკუმისგან სასარგებლო სასმელებს ამზადებენ. მას აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ამასთანავე, არ ახასიათებს უკუჩვენება.
სასარგებლო კოქტეილები:
1. კურკუმა რძით
დაგჭირდებათ:
- 400 მლ რძე
- 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1/3 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 1/4 ჩ/კ ჯანჯაფილი
- 1 ჩ/კ თაფლი.
მომზადება მარტივია: ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში გადაურიეთ, გაზზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ეს სასიამოვნო სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების, ორგანიზმში ანთებითი პროცესების დროს.
2. კურკუმა ჩაით
დაგჭირდებათ:
- 400 მლ წყალი
- 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1/4 ჩ/კ ჯანჯაფილი
- 1/4 ჩ/კ დაფქული ილი
- 1/4 ჩ/კ მიხაკი
- 1/4 ჩ/კ დარიჩინი
მომზადება: სანელებლებს მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ. მიიღეთ თქვენთვის სასიამოვნო ტემპერატურის. შეგიძლიათ დაატკბოთ შაქრით ან თაფლით.
კურკუმიანი თბილი ჩაი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მოგიხსნით გულისრევის შეგრძნებას, სპაზმს, მუცლის შებერილობას, ჯანჯაფილი კი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ.
ლიმონის წყალი
დაგჭირდებათ:
- 400 მლ თბილი წყალი
- 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1/4 ჩ/კ თაფლი
- 1/2 ლიმონი
მომზადება: გამოწურეთ ლიმონის წვენი. დაუმატეთ თბილი წყალი, კურკუმა, თაფლი. კარგად მოურიეთ. ეს კოქტეილი სასურველია დღის პირველ ნახევარში მიიღოთ. ის ორგანიზმიდან რბილად მოგაცილებთ წიდებს და გაგამხნევებთ.
კურკუმისგან შეგიძლიათ ღრძლების ანთებსაწინააღმდეგო ნაყენი გაიკეთოთ: 1 სადილის კოვზ კურკუმას დაასხით 1 ჭიქა წყალი და პირში გამოივლეთ. ანთება მალევე ჩაცხრება.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბიც კურკუმისგან მზადდება: აიღეთ თითო ჩაის კოვზი კურკუმა, თაფლი და რძე. ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და ნიღაბიც მზადაა. ის მოგაცილებთ ნაოჭებს, გაგიუმჯობესებთ სახის ფერს და ჩაგიქრობთ ანთებით პროცესს.
წყარო: takprosto