რა გამოხმაურება მოჰყვა თინა კანდელაკის განცხადებას რუსების მხრიდან - Marao

რა გამოხმაურება მოჰყვა თინა კანდელაკის განცხადებას რუსების მხრიდან

2019-06-22 06:10:09+04:00

როგორც იცით თინა კანდელაკი უკვე მრავალი წელია რუსეთში ცხოვრობს.
მას "ტვიტერზე" 45.3k გამომწერი ჰყავს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა და იმას ნიშნავს, რომ მისი ახალი განცხადება უამრავმა ადამიანმა იხილა. მიმართვამ კომენტარებში აჟიოტაჟი გამოიწვია.

კანდელაკის მიმართვა უკავშირდება ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ამბავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები დროებით აკრძალა.

ასევე მინისტრთა კაბინეტს მიმართა, რომ სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. მიმართვა რუსულ ტუროპერატორებსაც ეხება და მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც ხედავთ თინა კანდელაკი წერს: "ვულოცავ ქართულ "ისტებლიშმენტს" საკუთარი ეკონომიკის თანმიმდევრულად განადგურებას."

განცხადებას "ტვიტერზე" არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ ქართველებიც.

გთავაზობთ კომენტარების ნაწილს:

" საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე რაიმე სახით დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეა და რაც უფრო ნაკლები რუსული ფული და ნაკლები კბშ-ნიკი აგენტურა შემოვა ჩვენს ქვეყანაში მით უკეთესია... თქვენისთანა ქართველები კი შეუძვერით ოკუპანტ პუტინს" - ეს ერთ-ერთი ქართველის პასუხი გახლდათ.

აქვე გთავაზობთ სხვა ქვეყნების წარმომადგენელი გამომწერების კომენტარებს: "არაფერია სამშობლოს ღალატზე უარესი. თქვენ ქართველი არ ხართ, რადგან ქართველები ამდენად იაფფასიანები არ არიან",

"მე არ ვარ ქართველი, მაგრამ არ გეთახმებით", "არ გსურთ პირდაპირ პუტინს მიულოცოთ?".

რუსები კი თინას განცხადებას ასე გამოეხმაურნენ: "თუ ტურისტული კუთხით არ განვითარდებით არაფერი გამოგივათ, საამისოდ კი დრო აღარ გრჩებათ", "ქართველმა კანდელაკმა ავტორიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა", "ამ მომენტისთვის საქართველოსკენ რეგულარულ ავიარეისებს მხოლოდ ციმბირიდან მომავალი თვითმფრინავები ახორციელებენ. ჩვენთან აეროპორტში სწუხან და აცხადებენ, რომ რეისებთან დაკავშირებული ამბავი დიდ ზარალს მოიტანს".