3 ულტრამოდური მეთოდი, თუ როგორ გადავაკეთოთ ძველი ჯინსი ზაფხულის სეზონზე - Marao

3 ულტრამოდური მეთოდი, თუ როგორ გადავაკეთოთ ძველი ჯინსი ზაფხულის სეზონზე

2020-06-05 10:13:54+04:00

რას არ მოიფიქრებენ დიზაინერები იმისათვის,
რომ ჩვეულებრივ ჯინსებს მიანიჭონ მეტი სილამაზე, ჯიბეებისა და ბოლოების დაჭრით, გაფერადებით, საქამრეების მორღვევით. თუკი სკოლაში შრომის გაკვეთილებს ვერ მოესწარით, დროა, შეავსოთ ეს „ჩავარდნები“, მით უმეტეს, რომ ამის მიზეზიც გაქვთ.

Как преобразить старые джинсы в новом сезоне

თქვენს გარდერობში, სავარაუდოდ, დიდი ხანია დევს ისეთი 2-3 წყვილი ჯინსი, რომელსაც აღარ ეკარებით. აიღეთ მაკრატელი, ცოდაოდენი აკრილის საღებავი და 10 წუთით იგრძენით თავი დემნა გვასალიად. სასიამოვნო ბონუსად მიიღებთ - სიამაყის შეგრძნებას და მთავარი მოდის მიმდევრის სტატუსს.

„ჭუჭყიანი“ ჯინსის ეფექტი

Related image

  • ინდიგოს ახალი სტილი მოსაწყენი კლასიკური წყვილის მეგამოდურ ნივთად გადაქცევას გულისხმობს. საკმარისია, დააძველოთ. აიღეთ აკრილის საღებავები და ჩვეულებრივი ღრუბლის მეშვეობით გადაატარეთ ჯინსზე ზედაპირულად. მანიპულაცია სულ რაღაც 5 წუთი, თუმცა გასაშრობად 3-4 საათი გაითვალისწინეთ. შემდგომ დააუთოეთ შეღებილ ადგილას ფურცლის მეშვეობით. ასე საღებავი უკეთ გამაგრდება და შეგიძლიათ თამამად გაეშუროთ ზაფხულის საღამოს ქუჩების დასაპყრობად.
Related image

ჯიბეების გარეშე

Image result for Долой карман

  • თუკი პირველი შემთხვევის დროს უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდებათ, მეორე რჩევა საკმაოდ მარტივია, ვინაიდან სრულიად საკმარისია მოარღვიოთ ჯიბე მაკრატლის მეშვეობით. განსაკუთრებით უხდება ჩავიწროებულ ჯინსებს. ატარეთ ფართო სპორტულ ზედასთან ან პერანგთან ერთად.
Image result for Долой карман джинсов

მოჭერით ზედმეტი

Image result for Ðффект «грязных» джинсов

  • უნდა დაიწყოთ ბოლოებიდან. აიღეთ მაკრატელი და ოდნავ გადაკეცილ ზოლს ზემოთ გადაჭერით. ამ საკითხში სრული სიზუსტე არ არის საჭირო. ამიტომ ნუ შეუშინდებით უსწორმასწოროდ დაჭრას. კიდევ ერთი ვარიანტი მუხლის ადგილების მაკრატლით დაჭრაა. აიღეთ ინსპირაციად 1990-იანი წლების მოდა და ოდნავ ზემოთაც გაჭერით. ასეთი სტილის ჯინსებში ძალიან ხშირად ჩნდება სუპერმოდელი ბელა ჰადიდი.
Related image

წყარო:vogue