სად დავისვენოთ ბავშვებით? 5 კურორტი, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლოა - Marao

სად დავისვენოთ ბავშვებით? 5 კურორტი, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლოა

2019-06-28 11:21:09+04:00

ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ზაფხული ყველას უყვარს, დასვენებაა. ნანატრი შვებულება, ზღვა, მთა… განა ამას რამე სჯობს? ორი კვირითაც რომ გახვიდე ქალაქგარეთ, სულიერად დასვენებული ბრუნდები და მერე მთელი წელი გყოფნის. მაგრამ პატარა ბავშვით ან ბავშვებით წასვლა დასასვენებლად კიდევ ცალკე თემაა. ჯერ ახალ სიტუაციას უნდა მოერგო, მერე ბავშვის რეჟიმი მოარგო სიტუაციას და ბოლოს, შენ თვითონ უნდა მოერგო ამ ყველაფერს.

  • წლამდე ასაკის ბავშვი ჯობია სადმე თბილისთან ახლოს წაიყვანოთ, რადგან კლიმატის გამოცვლამ შესაძლოა მის ჯანმრთელობასა და იმუნურ სისტემას ავნოს.
  • თბილისთან ახლოს კარგი ადგილებია: წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, ბაზალეთი.

მანგლისი

მანგლისი თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა. იქ რამდენიმე ფიჭვნარი ჭალაა. ცენტრში ე.წ. დიდი როშშაა, სადაც ზაფხულობით ატრაქციონები ფუნქციონირებს. მშვენიერი დასასვენებელი ადგილია ბავშვებისთვის.

<div class="captcha_main_class_1"> 
<div class="captcha_image_class_1">მანგლისის სიონი</div>
მანგლისის სიონი

</div>

მანგლისი თბილისიდან 64 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა. მისი სამკურნალო ფაქტორია მთისა და წიწვოვანი ტყის ჰავა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის.

ბაზალეთი

ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისათვის. ასევე - რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის. ტბის ნაპირას გაშენებულია სასტუმრო კომპლექსი. დამსვენებლებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და დაისვენონ.

ურეკი

აქ ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. სანაპიროს ქვიშა დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს შეიცავს და სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის, ნერვული სისტემის, სუნთქვის ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატებისა და ბავშვთა კონტინგენტის დაავადებებისათვის. ბავშვი 3 წლიდან შეიძლება ზღვაში აბანაოთ, როცა ღელვა ძალიან სუსტია და წყლის ტემპერატურა 24-25 გრადუსია. პირველი ბანაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ბანაობის შემდეგ შემოახვიეთ პირსახოცი და სველი საცურაო კოსტიუმი გამოუცვალეთ.

ბორჯომი

ამ კურორტის 60-65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. დასახლება მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. ბორჯომი საკურორტო და სამკურნალო ზონაა. ყველაზე მთავარი მინერალური წყლებია, რომელიც მდიდარია ორგანიზმისათვის საჭირო ელემენტებით. მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო იცნობს. განახლებულ ბორჯომ-პარკში კი ბავშვებს კინოთეატრი, ატრაქციონები, რესტორნები, ბარები, სპორტ-კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები ელით. მუშაობს საბაგირო ხაზი. ბორჯომი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის.

სურამი

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას იმ ბავშვებისთვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ. რეკომენდებულია ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად. ამჟამად ფუნქციონირებს დედათა და ბავშვთა დასასვენებელი სახლი “საპოვნელა” და “ნაკადული”. სურამის ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული შემადგენლობის წყლები, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.

იდეალური დასვენება რომ გამოგივიდეთ, ჯერ მთიან რეგიონში უნდა წახვიდეთ, ხოლო აგვისტოში კი ზღვას ესტუმროთ. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!