საქართველოში უამრავი სიმპათიური მამაკაცია, მაგრამ ბევრი სულაც არ არის დაინტერესებული სოციალური ქსელებით.
ფაქტია, რომ ადამიანები ვისზეც ახლა ვისაუბრებთ, ძალიან აქტიურები არიან და ცდილობენ თავის გულშემატკივრებს სიახლეები მუდმივად შესთავაზონ. მათ ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავთ და შესაბამისად იმაზე ფიქრიც უწევთ, როგორ შეინარჩუნონ ისინი.
ვინ თქვა, რომ გოგონები ბიჭებს კომპლიმენტებს არ ეუბნებიან? აი რას უწერენ მათ გამომწერები: "ძალიან სანდომიანი სახე გაქვთ, მზერა მესმის ასეთი", "საოცარი ბიჭი ხარ", "ვამაყობთ შენით" და ა.შ..
- სერგი რიგვავა - პირველ ადგილს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ყველაზე მეტი გამომწერი სწორედ მას ჰყავს-( 22.8კ). გამორჩეული გარეგნობის მოდელის "ინსტაგრამს" თუ გადახედავდით, რთული იქნებოდა მიმხვდარიყავით რომ ქართველია. სერგი გერმანიაში დაიბადა. დედამისს სუსან რიგვავა-დუმასი ჰქვია, რომელიც ნახევრად ჰოლანდიელი და ნახევრად ფრანგია, ხოლო მამა ქართველი ჰყავს. ბევრ ადამიანს არც აქვს ინფორმაცია იმის შესახებ რომ ასეთი საინტერესო გარეგნობის მოდელი გვყავს. სერგი თავის საქმიანობაში საკმაოდ წარმატებულია. "Gucci", "Valentino", "Dolce&Gabbana" ეს არასრული ჩამონათვალია ვისთანაც აქამდე უთანამშრომლია. ამჟამად ურთიერთობა აქვს ისეთ წამყვან სააგენტოებთან როგორიცაა "Elite" და "Wilhelmina".
- თორნიკე ტყემალაძე- ''იმიჯ ცენტრის'' ყოფილი მოდელი და ''მისტერ ვალენტინი-ს''ტიტულის მფლობელი ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. "ინსტაგრამზე" აქტიურობით ნამდვილად გამოირჩევა. ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ 2015 წელს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებდა მონაწილეობას, რასაც თავი წარმატებით გაართვა.
- გიორგი ქვარიანი- გიორგი "ინსტაგრამზე" ისეთი აქტიური აღარაა როგორც ადრე, თუმცა მის ფოტოებს ყოველთვის დადებითი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. გოგონებისგან კომპლიმენტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, რაც მის კომენტარებშიც ნათლად ჩანს. მას არ უთანამშრომლია წამყვან სააგენტოებთან, თუმცა ფაქტია, რომ გარეგნობა ხელს ნამდვილად უწყობს და კარგი სამსახიობო მონაცემებიც აქვს.