როგორ შევამოწმოთ ვართ თუ არა მზად ახალი ურთიერთობებისათვის? - Marao

როგორ შევამოწმოთ ვართ თუ არა მზად ახალი ურთიერთობებისათვის?

2019-07-08 12:16:14+04:00

ზაფხული - მშვენიერი დროა ახალი ურთიერთობების დასაწყებად,
მიუხედავად იმისა, რა პერიოდი გავიდა ძველი ურთიერთობებიდან. თუმცა საინტერესოა მზად ხარ სიახლისთვის? სპეციალისტები ყვებიან, თუ როგორ უნდა მიხვდე, რომ მზად ხარ ახალი პარტნიორისთვის!

Image result for couple goals

გონება

  • ფიქრობ ახალ სიყვარულზე და ელოდები მას? იქნებ შენს წარმოსახვაში ყველაფერი ზღაპრულად გამოიყურება, რომელშიც მშვენიერი პრინცი თეთრ რაშზე ამხედრებული მოვა შენთან და თავის ძვირფას სასახლეში წაგიყვანს? ფანტაზიები უსაზღვროა! დროა დაფიქრე იმაზე, თუ როგორ გაიუმჯობესო საკუთარი ცხოვრება და თავი, იმისათვის, რომ საინტერესო პარტნიორები მაგნიტივით მიიზიდო.
Image result for couple goals

თვითშეფასება

  • ჯანსაღი ურთიერთობების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია თვითშეფასება. თუკი არ თვლი შენს თავს საკმარისად კარგ ადამიანად, თვლი რომ არ იმსახურებ სიყვარულს, ასე შორს ვერ წახვალ და საბოლოოდ ისეთ ადამიანს მიიღებ გვერდით, რომელსაც არ აინტერესებს შენი თვითშეფასების დონე. ასე რომ ჯერ თვითშეფასების ამაღლებაზე იმუშავე და შემდეგ გადი „სანადიროდ“. შენ საუკეთესოს იმსახურებ!
Image result for couple goals

გული

  • გენატრება ყოფილი? ან გინდა რომ საუკეთესო მეგობარმა შეგიყვაროს? ასეთი სულელური აზრები ახალი პარტნიორის მოძებნის პროცესს ძალიან დაგაშორებს. ასე რომ მოაგვარე ჯერ ძველი კითხვები, შემდეგ გადადი ახალზე და არავითარ შემთხვევაში არ შეადარო ახალი ნაცნობი ყოფილს, დასაწყისში მაინც.
Image result for couple goals

სხეული

  • საკუთარ თავს უკვე საკმაოდ უფროსად თვლი, აღარ ხარ შენი მოწოდების სიმაღლეზე და თვლი, რომ სილამაზეც გაქრა? რა თქმა უნდა, პარტნიორი მიგიღებს ისეთად როგორიც ხარ, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვარო. თუკი რაიმეს შეცვლა გსურს - ახლავე დაიწყე. იფიქრე შენს თავზე უკეთესად ვიდრე გუშინ და შენიშნავ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება დადებითისკენ.
Image result for couple goals

სახლი

  • სამზადისის ძირითადი ნაწილი - სახლის ძველი ნივთებისგან გათავისუფლებაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაცნობიდან მეორე დღესვე გადმოვა პარტნიორი შენთან საცხოვრებლად. უბრალოდ ეს ქმედებები დაგეხმარება ახალი ურთიერთობების თავისუფლად მიღებასა და შეგუებაში. სპეციალისტები თვლიან, რომ უმჯობესია შეიძინოთ აუცილებლად წყვილი მაგიდის ლამფები, ჩამოკიდოთ კედელზე ბედნიერი წყვილის ფოტოები, საძინებელი ისეთ ადგილად უნდა გადააქციოთ, რომელშიც სიამოვნებით იქნებით დღის ნებისმიერ დროს... კარგი ადამიანიც არ დააყოვნებს და სულ მალე გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში!

Image result for couple goals

წყარო