ბერას უმცროსი ძმა
ცოტნე ივანიშვილი დღეს იუბილარია. მომღერალმა თავის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა ძამიკო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ“.


ძმებს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. ქორწილში ბერას ერთ-ერთი მეჯვარე სწორედ ცოტნე გახლდათ.


ცოტნე ივანიშვილი ამჟამად მხატვრობით არის გატაცებული და "ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აქვეყნებს თავის ნამუშევრებს, საიდანაც კარგად ჩანს ცხოველებისადმი სიყვარული.





„მარაოს“ რედაქცია უერთდება მილოცვებს.
