მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე წითელ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რითიც მაია ასათიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
"მაი!!!!! მიყვარხარ!!!! შენ რომ იცი ამ საზოგადოების მანკიერებები, ეგრე არ ვიცი კიდევ ვინმე იცნობდეს თავის ხალხს!!! ცნობილებიდან და უცნობებიდან... შენ იცი, რამხელა ტკივილია ცილისწამებაც და ტალახის სროლაც, მეც ვიცი... მაგრამ შენი სიძლიერე და გამძლეობა იმხელა სტიმულს მაძლევს ამ ცხოვრებაში, რომ რა გითხრა........ გულთან ახლოს ნუ მიიტან შენივე ხალხის არაჯანსაღ დამოკიდებულებას შენივე ცხოვრების მიმართ! სხვა რა შემიძლია, თუ არა ამის სურვილი, შენთვის და სოლიდარობის გამოცხადება! #girlpower #maiaasatiani #redbikini მადლობა @maghlakelidze იდეისთვის... გიწვევთ, გოგოებო.
შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც ტელეწამყვანი საცურაო კოსტიუმში პოზირებს, ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა.
მაიამ კომენტარების საპასუხოდ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.