როგორ მოქმედებს ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ჯანმრთელობაზე? - Marao

როგორ მოქმედებს ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ჯანმრთელობაზე?

2012-04-20 12:57:44+04:00

ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ ვერცხლსა და ოქროს, როგორც უნიკალური თვისებების მქონე ლითონებს.

ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ ძველად ვერცხლის ნაკეთობები (დანები, ტყვიები, ისრის ბუნიკები) ბოროტი ძალებისგან თავდაცვის საშუალებად მიიჩნეოდა.

გარდა ამისა, ვერცხლის ენერგიას ჯანმრთელობის დასაცავადაც იყენებდნენ, რადგან ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭელი (ფიალა, თეფში, სურა თუ სხვა) ანადგურებს ბაქტერიებს და მავნე მიკროორგანიზმებს.

გთავაზობთ სპეციალისტთა რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:

მეცნიერთა აზრით, თუ ვერცხლის ნაკეთობა კანთან შეხებისგან მუქდება, ეს მიანიშნებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის.

თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ, უნდა ატაროთ ქარვის სამკაული, ხოლო თუ ეს სამკაული (მაგალითად, ყელსაბამი) ვერცხლისგან არის დამზადებული, მაშინ გავლენა კიდევ უფრო სასიკეთო იქნება.

თუ მანდილოსანს გულის ან სასუნთქი ორგანოების პრობლემა აქვს, უმჯობესია, გრძელი ყელსაბამი ატაროს, რომელიც გულმკერდს დაუფარავს.

ჰიპერტონიით დაავადებულთათვის ვერცხლის ნაკეთობების ტარება რეკომენდებული არ არის. მათ ოქრო დაეხმარებათ, რომელიც ძლიერი მატონიზირებელი საშუალებაა და წნევის დარეგულირების ეფექტით გამოირჩევა.

ვერცხლი და მისგან დამზადებული ნაკეთობები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იმუნიტეტს.

სასურველია, ვერცხლი ატარონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც თავის ტკივილი სტანჯავთ ან ხშირად არიან გაღიზიანებულნი, რადგან მეცნიერების აზრით, ვერცხლს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ოქრო კი პირიქით - ტონუსს მაღლა სწევს.

ოქროს სითბური მოქმედება აქვს და ამიტომ ამ ლითონისგან დამზადებული სამკაულის ტარება უფრო ხანშიშესული ადამიანისთვის არის რეკომენდებული; ვერცხლი კი გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა და ახალგაზრდებმა უნდა ატარონ.

თუ მოგწყურდებათ, პირში ვერცხლის ნაკეთობა გაიჩერეთ და წყურვილის განცდა გაგიქრებათ.

მოამზადა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)