ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებისათვის მხატვრული ლიტერატურა ნამდვილი შვებაა. ზაფხული კი წელიწადის ის დროა, როდესაც წიგნების კითხვისთვის მეტი დრო გვრჩება. კარგი წიგნი თავგადასავალია, ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნამდვილი საბადო. საინტერესო სიუჟეტით, რომელიც რეალობას მოგწყვეტთ და რომანის გმირებთან ერთად გამოგზაურებთ, თქვენს გონებას ნამდვილად კარგ დასვენებას მოუწყობთ.
გზები გაიყო - გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. გავიდა მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი, თუმცა სიყვარული არ გახუნებულა. გვიან მიხვდნენ, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა.
წიგნის მთავარი გმირები, როზი და ალექსი ბავშვობის მეგობრები არიან. მათ დიდი გეგმები აქვთ. თითოეული მათგანი წარმოსახვაში განიხილავს ისეთ მომავალს, სადაც ბავშვობის განუყრელი მეგობრები ისევ ერთად იქნებიან. თუმცა ერთი შეცდომის გამო ორივეს ცხოვრება იცვლება.
როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო და უფრო ხშირად კი ონლაინკავშირი აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ დარდსა თუ სიხარულს, ანუგეშებენ, დროდადრო ჩხუბობენ კიდეც, ხანდახან ერთმანეთსაც სტუმრობენ. და თითქოს რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოსცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ - თითქოს...
თრევის პარკერი ‒ წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ყველაფერი აქვს ‒ კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები.
თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა ‒ ის, რასაც „ნამდვილი მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის!
და აი, 25 წლის შემდეგ ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ... პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...
და როდესაც ამანდა და დოუსონი ტაკის ანდერძის შესრულებას იწყებენ, ხვდებიან, რომ არც ტაკზე სცოდნიათ რამე, არც საკუთარ თავზე და არც ეს სამყარო ყოფილა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ, რომ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთი რამ დარჩენილა უცვლელი ‒ მათი სიყვარული.