90-60-90 ვინ მოიგონა ქალების იდეალური პარამეტრი? - Marao

90-60-90 ვინ მოიგონა ქალების იდეალური პარამეტრი?

2019-07-29 09:14:54+04:00


გოგონებმა, რომლებიც მოდელის კარიერაზე ოცნებობენ, იციან, რომ მიახლოებულები უნდა იყვნენ იდეალურ პარამეტრს - 90-60-90.

დასაშვებია +/- 5 სანტიმეტრი წელზე, თეძოსა და მკერდზე. ამასთანავე, სახეზეც უნდა შეეხედებოდეთ. იმისათვის, რომ იდეალურ პროპორციებს მიუახლოვდნენ, გოგონები ვარჯიშობენ, ქირურგიული კორექციები შეაქვთ გარეგნობაში. ეს რა თქმა უნდა, Plus-size მოდელებს არ ეხებათ. თუმცა, ოქროს სტანდარტთან მიახლოებას დამწყები მოდელების უმეტესობა ცდილობს. საინტერესოა, ვინ მოიგონა იგი და რისთვისაა ის საჭირო?

ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოგედგინათ. ეს პარამეტრი არავის დაუდგენია. უბრალოდ, ის ერთგვარი ნიშნულია, რომელზეც ხდება ორიენტირი.

მეოცე საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ ტოპ მოდელები, რომლებიც მოდების ჩვენებაზე სამოსს წარადგენდნენ. იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი მოდელები სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი იყვნენ. სხვათა შორის, მათი მონაცემები მხოლოდ მიახლოებულია ოქროს პარამეტრს - 95-62-92. სინდის ზომაა 96-65-91, ხოლო ნაომის 94-62-92 - და არა იდეალური.

წყარო: lady-4-lady