ტოპ-5 ეროტიკული ფილმი, რომლებიც რომანტიკული და აზრიანია - Marao

ტოპ-5 ეროტიკული ფილმი, რომლებიც რომანტიკული და აზრიანია

2019-07-29 09:42:21+04:00

როდესაც საქმე ეროტიკულ ფილმებზე მიდგება ხოლმე, რთულია აირჩიო ისეთი ფილმი, რომელიც იმედგაცრუებულს არ დაგტოვებს.
აღიარებულია, რომ მსგავსი ფილმები ხალხისგან კრიტიკას ყველაზე მეტად იმსახურებს.

ჩვენ შევარჩიეთ 5 ფილმი, რომლებიც მაღალი "imdb" რეიტინგით სარგებლობს და ბევრი რეკომენდაცია აქვს.

  1. perfect sense - დავიწყოთ შედარებით მსუბუქად ეროტიკული ფილმით, რომელიც ისეთ პრობლემურ საკითხს ეხება, როგორიც ადამიანების დაინფიცირებაა. ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან და ამ დროს ორი ადამიანი ერთმანეთში თანდათან ყველა იდეალურ გრძნობას აღმოაჩენს. ეს ყველაფერი სამყაროს შეშლის პარალელურად. რა მოხდება, თუ დაკარგავ იმ გრძნობებს, რომლებიც სიცოცხლის ხალისს გაძლევს? როგორ გესმით ნამდვილი სიყვარული? შესაძლოა, ის სწორედ ისეთია, როგორც ამ ფილმში. 
  2. 9 1/2 Weeks - მიკი რურკისა და კიმ ბესინჯერის ტანდემი დაუვიწყარია. ფილმი დრამის მოყვარული ადამიანებისთვის შეიქმნა. ის რეალურ, მაგრამ ყოველგვარი რუტინისგან აღმატებულ ემოციებზე საუბრობს. გაუბედავი ქალის ისტორია ცალსახად საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები იწყება და არაპროგნოზირებადი მამაკაცი გამოჩნდება, ის, ვინც არავის ჰგავს.. სიტუაცია რეალურ დროში ვითარდება და მყოფადი სამყაროს პრინციპებს ეწინააღმდეგება. კიმის სილამაზით და ქალურობით, ხოლო მიკის დამატყვევებელი ქარიზმით-  ემოციების ქვეშ ადვილად მოექცევით.
  3. scorpions sweet venom - ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. წიგნი, რომლის მიხედვითაც "მორიელის ტკბილი შხამი" გადაიღეს, ბესტსელერია. მთავარ როლს ცნობილი ბრაზიელიელი მსახიობი ასრულებს. ბრუნა, იგივე რაკელი, არასრულწლოვანი გოგონაა გამოძახებით. მისი ცხოვრება სავსეა გაურკვევლობით და ძალადობით. ეს არის ფილმი შეძლებული ოჯახის შვილზე, რომელიც იბრძვის, რათა საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი ნაკლებად რომანტიკული და უფრო მეტად აზრიანია.
  4. killing me softly - თრილერი, მისტიკა, დრამა, მელოდრამა. როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანი ჟანრობრივი ფერთა გამა გვაქვს. ფილმი ორი ადამიანის სახიფათო ურთიერთობაზეა. ღირდა ძველი ურთიერთობის დასრულება? რას მოუტანს მთავარ გმირს რისკზე წასვლა, სიყვარულს თუ სიკვდილს? 
  5. nymphomaniac - ფილმის პირველ ნაწილს გაცილებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სექსზე დამოკიდებული გოგო არაფერს ერიდება. ის შეპყრობილია და საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებს. მთავარი გმირი - ჯო, თავისი ისტორიით ბევრ ადამიანს დააფიქრებს.