თუ გრძნობები ფრთებს გიკვეცენ, ეს არ არის სიყვარული! - ეს არის დამოკიდებულება - Marao

თუ გრძნობები ფრთებს გიკვეცენ, ეს არ არის სიყვარული! - ეს არის დამოკიდებულება

2020-07-13 10:48:33+04:00


იმის მაგივრად, რომ სიყვარული გამოიყენო, როგორც ერთობლივი პიროვნული ზრდა, ეს გრძნობა ხდება თქვენი მტერი, გაჩვენებთ რა თავის ყველაზე არცთუ ისე სახარბიელო მხარეს.

მე არ შემიძლია ვიცხოვრო უშენოდ - ეს ფრაზა ხშირად მოგვისმენია, თუმცა რეალურად მას სიყვარულთან არაფერი კავშირი არა აქვს.

შეგვიძლია თუ არა შევიგრძნოთ ის მომენტი, თუ როდის გადადის სიყვარული დამოკიდებულების ფაზაში? - ალბათ, ვერა. ამ დროს ცოტა სხვანაირად აღვიქვამთ რეალობას. ჩვენი სიამაყე და შიში სხვა განცდებს იწვევს, მოსალოდნელი მარტოობის შიშს გვინერგავს დიდი სიყვარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ტანჯვა-წამების მიუხედავად, თქვენ არ შეგიძლიათ მიატოვოთ ადამიანი და რჩებით მის გვერდით, თქვენ მასზე დამოკიდებული ხართ და არა შეყვარებული.

სხვისი კონტროლის სურვილი - დამოკიდებულების სურვილია

ადამიანები ისე ცხოვრობენ, ტელეფონს არ უშვებენ ხელიდან, რათა მუდმივად იყვნენ საქმის კურსში, თუ რა დაწერა მისმა პარტნიორმა ან სად წავიდა. როდის გამოჩნდება ინტერნეტში, და საკმარისია გამოჩენისთანავე არ მისწეროს, მაშინვე ჩნდება ეჭვი, უსიამოვნო შეგრძნება. ისინი არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ამ დროს მას ჰქონდეს მნიშვნელოვანი შეხვედრა და დაკავებული იყოს, ან სულაც არ სურდეს მოცემულ მომენტში ვინმესთან ლაპარაკი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ნაკლებად უყვარხართ.

  • ხშირად ამ მიზეზის გამო ბევრი ურთიერთობა ჩიხში შედის ან სრულდება. მოთხოვნილება, იცოდე, სად არის იგი, რას აკეთებს, რას ფიქრობს თქვენზე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ემოციურად დამოკიდებული ხართ მასზე.
Related image

თუ მტანჯველად განიცდით იმასაც, რომ თქვენმა პარტნიორმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგა, ესეც დამოკიდებულობის ნიშანია. ასეთ დროს იწყება კითხვების კასკადი: - რა გჭირს? რატომ არ ეჭვიანობ ჩემზე? შენთვის სულერთი ვარ? არ გაინტერესებს, დღის განმავლობაში ვისთან ერთად დავდივარ? და იმის მაგივრად, რომ სიყვარულმა და ურთიერთობამ მოგიტანოთ პიროვნული ზრდა, ის თქვენს არასრულფასოვნების კომპლექსებს უსვამს ხაზს.

თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ურთიერთობა. არა აქვს მნიშვნელობა არაფერს, მთავარია, მას არ მისცეთ საშუალება, წავიდეს თქვენგან, რათა არ დარჩეთ მარტო. უკვე აღარ გაინტერესებთ არც გართობა, არც ჭამა. ამდენი სტრესის გამო შეიძლება ავადაც გახდეთ და აი, მაშინ იწყება ამ ყველაფრით მანიპულირება. ყველა უბედურებაში მას სდებთ ბრალს და სთხოვთ, რომ ის იყოს თქვენ გვერდით, ხოლო თუ მაინც წავა, მუქარიდან მუდარაზე გადადიხართ და სთხოვთ, დაბრუნდეს, რადგან მის გარეშე წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ცხოვრება.

ხანდახან პარტნიორიც გრძნობს მის მიმართ წნეხს და თავს დამნაშავედაც გრძნობს და მიუხედავად გაციებული გრძნობებისა, ის მაინც დარჩება თქვენთან. მას არ სურს, დამნაშავე იყოს იმ ყველაფერში, რასაც მისი წასვლა მოგიტანთ.

დარჩენის მიუხედავად, ის აღარ ლაპარაკობს სიყვარულზე. შეიძლება შეინარჩუნოთ ერთად ყოფნა, მაგრამ უკვე დაკარგულია მთავარი. ეს ურთიერთობები ორივესთვის მხოლოდ ტკივილის მომტანი ხდება.

Related image

რა ვქნათ, თუ ვიტანჯებით ასეთი დამოკიდებულებით?

პირველი ნაბიჯი - აღიაროთ, რომ არსებობს პრობლემა. აღიარეთ, რომ უწინდებური სიყვარულისაგან არფერი დარჩა და რაც დარჩა, ესაა ვალდებულება. შეხედეთ რეალობას.

ჩვენ გვაქვს გადაულახავი თვისება, გავაიდეალოთ საყვარელი ადამიანი. განსაკუთრებით, ასე ხშირად ვიქცევით ურთიერთობის დასაწყისში. ხოლო როდესაც სრულდება ეს ურთიერთობა, მომავალში იმ ერთს ვადარებთ სხვებს.

აი, რატომ ხდება ასეთი რთული ახალი პარტნიორის პოვნა. დამოკიდებულება გაიძულებთ, ყვლაფერზე თქვათ უარი.

რაღაც დრო ვიქნებით ცუდად, რაღაც დრო მოგვენატრება მეორე ადამიანი, მაგრამ ესეც ცხოვრებისეული გამოცდაა. ერთხელაც, როდესაც ჩვენგან გაშვებულ დამოკიდებულებას გადავლახავთ, რაღაც აინთება ჩვენში და უცებ აღმოჩნდება, რომ მზად ვართ ახალი ურთიერთობის დასაწყებად.

თათა შენგელია

წყარო: cluber.com.ua