გემრიელი კონსერვის კარგი რეცეპტი არასოდესაა ზედმეტი.
ინგრედიენტები:
- ლობიო 500 გ
- ბადრიჯანი 2 კგ
- პომიდორი 1,5 კგ
- სტაფილო 0,5 კგ
- ბულგარული წიწაკა 0,5 კგ
- ნიორი 20 კბილი
- შაქარი 125 გ
მომზადების წესი:
- ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ლობიო, დაასხით წყალი და დადგით მთელი ღამე. მეორე დღეს გადაწურეთ და გარეცხეთ ლობიო. კვლავ დაასხით წყალი და ხარშეთ. ლობიო სანახევროდ უნდა იყოს მომზადებული. ამის შემდეგ გადაიტანეთ დრუშლაგზე.
ლობიო - გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე. წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად. ბადრიჯანიც გაასუფთავეთ და პატარა კუბებად დაჭერით. პომიდორიც რაც შეიძლება პატარა ნაჭრებად დაჭერით. ნიორი პრესში გაატარეთ.

- ბადრიჯანი, სტაფილო, წიწაკა და პომიდორი ემალის ქვაბში ჩადეთ, აურიეთ და ჩათუშეთ 30 წთ. დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაასხით ძმარი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, დაუმატეთ ლობიო და მოთუშეთ კიდევ 40 წთ. დაუმატეთ ნიორი, აურიეთ, მოამზადეთ 10 წთ.
- მოათავსეთ სალათა სტერილიზებულ ქილებში, დაახურეთ თავსახურავები. ქილები ამოაბრუნეთ, შეფუთეთ და გააცივეთ.
