როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ფრანგული ჩიპსი სახლის პირობებში - Marao

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ფრანგული ჩიპსი სახლის პირობებში

2020-02-07 10:25:05+04:00


ეს ლეგენდარული ორცხობილა აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ის ძველი პარიზის მყუდრო საკონდიტროებს მოგაგონებთ.

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი 25 გ.
  • შაქრის პუდრი 50 გ.
  • ნაღების კარაქი 25 გ.
  • შაქარი 50 გ.
  • კვერცხი 2 ც.
  • კვერცხის ცილა 1 ც.

მომზადების წესი:

ქვაბში გაადნეთ კარაქი, აკურატულად გადაიტანეთ ჯამში ისე, რომ თეთრი ნაწილები ქვაბში დარჩეს.

შეურიეთ ფქვილი, შაქარი, პუდრა, კვერცხი და ცილა. ათქვიფეთ სათქვეფით. ნელ-ნელა დაუმატეთ კარაქი.

მზა ცომს დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედეთ 30 წთ მაცივარში.

საცხობ ტაფაზე დააფინეთ პერგამენტი. 0,5 ჩ/კ ცომი დადეთ ქაღალდზე. ზეთიანი კოვზით მიეცით ბრტყელი, მრგვალი ფორმა. აცხვეთ 6-7 წთ, 180 გრადუსზე. 

როდესაც გამოცხვება, მაშინვე გადმოიღეთ და მიეცით ფორმა.

გემრიელად მიირთვით!