განქორწინების შემდეგ ირინა შეიკი მთლიანად გადაეშვა სამსახურში:
გაფრინდა ისლანდიაში გადაღებებზე, შემდეგ ფლორენციაში დაესწრო ჩვენებებს, ადრიანა ლიმასთან ერთად ესპანური "ვოგის" ყდაზეც გამოჩნდა. სულ ახლახან კი ახალი ფოტოები გამოაქვეყნა ბრენდ „The Kooples“-სთვის.
სანამ ჭორების თანახმად ბრედლი ლედი გაგასთან ერთად ბინის მოწყობითაა დაკავებული, ირინა რამდენჯერმე შენიშნეს ჯენიფერ ენისტონის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ვებპორტალმა „Gossip Cop“-მა: „ირინამ თქვა, რომ მან ჯასტინთან სიმშვიდე იპოვა. ისინი ერთად ვახშმობენ. მოდელმა მათ შორის უხილავი კავშირი აღმოაჩინა“.
თუმცა ამ დროს სხვა წყარო - „E! News“-ი იუწყება, რომ ირინას არავინ არ ჰყავს და თავისუფალ დროს ქალიშვილს, ლეას უთმობს.
შეგახსენებთ, რომ ირინა და ბრედლი ივნისის დასაწყისში გაეყარნენ ერთმანეთს. ისინი 4 წლის განმავლობაში ურთიერთობდნენ და ჰყავთ ერთი ქალიშვილი - ლეა.
წყარო