როგორ უნდა აარჩიოთ საუკეთესო საზამთრო? - Marao

როგორ უნდა აარჩიოთ საუკეთესო საზამთრო?

2020-06-16 15:43:41+04:00


საზამთროს შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, ვინაიდან რამდენიმეკილოგრამიანი წვნიანი რბილობის ჭამით, შესაძლოა, მიიღოთ შაქრის ბამბა, ან უარესი, უგემური მწვანილი. ყველაზე დიდი მოყვარულებიც კი შეცდომას უშვებენ მისი შერჩევისას.

  • „მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორ არ დავუშვათ შეცდომა საზამთროს სწორად შერჩევისას.

  • საზამთრო ხელის შეხებაზე უნდა ვიბრირებდეს და მკაფიო ხმას გამოსცემდეს. ეს იმის ნიშანია, რომ რბილობი საკმარისად მწიფეა, ხოლო ქერქი - არც ისე მსხვილი. ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია საზამთროს შერჩევისას.

საზამთროს ზომა

  • ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს: კარგი საზამთრო დიდია, მაგრამ მსუბუქი. სასურველია, შეირჩეს 5-დან 7კგ-მდე: პატარა ზომის შესაძლოა მოუმწიფებელი იყოს, დიდი კი ნიტრატებით არის გაზრდილი.

გლუვი და პრიალა ქერქი

  • მნიშვნელოვანია, რომ ქერქი იყოს პრიალა. ამავდროულად, მყარი ქერქით უნდა გამოირჩეოდეს, ისეთი, რომ ფრჩხილით ვერ დააზიანოთ. თუკი საკმაოდ მარტივად ეტყობა ფრჩხილის ზეწოლა, მაშინ საზამთრო გადამწიფებულია.

მკვეთრი ზოლები

  • ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ რაც უფრო მკვეთრი შეფერილობისაა ზოლები, უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული. საზამთროს არ უნდა აღენიშნებოდეს დაზიანებები. არ შეიძინოთ დაჭრილი, განახევრებული საზამთრო!

ყვითელი ლაქა გვერდზე

  • საზამთროს მიწასთან შეხების შედეგად ჩნდება ყვითელი ლაქა. დააკვირდით, არ უნდა იყოს ეს ლაქა თეთრი შეფერილობის. რაც უფრო მკვეთრია ფერი, ე.ი. საზამთრო უფრო გემრიელია.

თქვენ რამდენად ხშირად არჩევთ გემრიელ საზამთროს?

წყარო