ჩვეულებრივ, სპორტული ვარჯიშისას ტვირთავ ხელებს, ფეხებს, წელს... თუმცა აუცილებელია გაამაგრო ინტიმური კუნთებიც, რომლის შესახებაც ბევრი ივიწყებს. კეგელის ვარჯიშები - ეს ის კომბინაციაა, რომელზეც გაგონილი გექნებათ, თუმცა, დიდი ალბათობით, არ შეგისრულებიათ.

„მარაო“ გიზიარებთ, თუ რა უნდა იცოდეთ სწორად შესრულებისას და საერთოდ რა არის ეს?

კეგელის ვარჯიშები - ეს არის მეთოდი ინტიმური კუნთების გასამაგრებლად, რაც უფრო ხშირად ტვირთავთ ამ კუნთებს, უფრო ძლიერი ხდება თანდათან.

რა არის ამ ვარჯიშების უპირატესობა?
- პირველ რიგში, ისინი გვეხმარებიან გავავარჯიშოთ კუნთები, რომლებიც მოსუსტებულია ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ. ამასთანავე, სასარგებლოა მათთვის, ვისაც უნებლიე შეუკავებლობა აღენიშნება (მაგალითად, დაცემინების ან სიცილის დროს), მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი...

აუმჯობესებს ორგანიზმს?
- რა თქმა უნდა! ეს არის ინტიმური კუნთების შემცირება და თუკი კარგ ფორმაში იქნებიან, შეგრძნებებიც შესაბამისად სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, კეგელის ვარჯიშები აუცილებლად რეკომენდებულია ქალებისთვის 40 წლიდან, რომლებმაც შენიშნეს, რომ მათი ორგანიზმი უფრო მოდუნებულია, ვიდრე ახალგაზრდობისას.

როგორ შევასრულოთ სწორად?
იპოვე აუცილებელი კუნთები!
- ბიცეფსებისგან განსხვავებით, ინტიმ-კუნთების პოვნა არცთუ ისე მარტივი ამბავია. მოსახერხებელი მეთოდია: საპირფარეშოში ყოფნისას, მოშარდვის პროცესი შეწყვიტე. იგრძენი დაჭიმულობა? სწორედ ეს არის ის კუნთი! მნიშვნელოვანი მომენტი: ასეთ მდგომარეობაში კეგელის ვარჯიშების ჩატარება არ შეიძლება, ვინაიდან გაჩნდება შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები.

დაჭიმე ისინი

- იმისათვის, რომ დარწმუნდე, რამდენად სწორად აკეთებ, უნდა მოათავსო თითები საშოში და მოუჭირო ამ კუნთების მეშვეობით.

არ მოდუნდე საკმაოდ სწრაფად
- კუნთების დაჭიმულ მდგომარეობაში შეკავება 5-10 წამით არის რეკომენდებული, შემდგომ მოეშვი 3 წამით.

ეს ჩვევად აქციე

- 3 ვარჯიში 10-ჯერ დღეში სრულიად საკმარისია. განსხვავებას რამდენიმე თვეში იგრძნობ. სამაგიეროდ, კეგელის ვარჯიშის ჩატარება ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგიძლია, რაც გაგიმარტივებს ვარჯიშის დროის უქონლობის მომენტს.

ყველას სჭირდება ეს?

- თუკი არ გაქვს პრობლემა საპირფარეშოში სიარულის დროსაც კი, არც ორგანიზმში აგეღნიშნება მსგავსი პრობლემები, ამ შემთხვევაშიც კი გიღირს ინტიმ-კუნთების გავარჯისება! გამონაკლისია - ვაგინიზმი, ტკივილი მუცლის ქვემოთ.

წყარო