ლიკა ქორქიას სტილი და ფოტოები იბიცადან (ფოტო/ვიდეო) - Marao

ლიკა ქორქიას სტილი და ფოტოები იბიცადან (ფოტო/ვიდეო)

2019-08-08 10:08:52+04:00

ესპანეთში მდებარე რომანტიკული კუნძული იბიცა, ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ოცნებას უდრის.
მოდელი ლიკა ქორქია სწორედ იბიცაზე იმყოფებოდა. ის წინა დღეებშიც ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებდა.

ერთია, რომ წახვიდე საოცნებო კუნძულზე და მეორეა, რომ ზუსტად იცოდე მსგავს გარემოს როგორი სტილი უხდება. მოდელმა ტრენდული საცურაო კოსტიუმები მოიმარაგა და თითოეულ მათგანს საინტერესო ფორმის სათვალეები შეუსაბამა.

ფერადი, ნაზი აქსესუარები ზღვის სეზონს ძალიან უხდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში ლურჯი ფერი ჭარბობს.

ფაქტია, რომ ლიკა საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება და იდეალურ ფორმაშია.

ამ სეზონზე პასტელის ფერები და ნაზი ფაქტურა მოდაშია. მსგავსი სტილი არც მოდელმა უარყო.

როგორც ხედავთ, ლეოპარდის პრინტიც დაბრუნდა და ისევ ტრენდულია.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები: