ემილი რატაკოვსკი ერთ-ერთი ყველაზე თამამი მოდელია, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ფილმებშიც და მსახიობის როლს შესანიშნავად ირგებს.
ამჯერად მან ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. ზოგმა ეს ცუდად მიიღო და საშინლად გაღიზიანდა, სხვებმა კი პირიქით, საქციელი მოუწონეს. ფოტო რამდენიმე საათის წინ "ინსტაგრამზე" თვითონ ემილიმ გაასაჯაროვა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველივე "Harpers Bazaar-თან" ჩაწერილი ახალი ინტერვიუს ნაწილია.
- "ცხადია მე გაპარსვის მომხრე ვარ და გლუვი სხეულიც ძალიან მომწონს. თუმცა, არის მომენტები, როდესაც ჩემ სხეულზე თმის დატოვება თავს უფრო სექსუალურად მაგრძნობინებს" - განაცხადა ინტერვიუში მოდელმა.
- ინტერვიუში წარმოჩენილია ის ფაქტი, რომ ემილი ფემინისტია და წლების მანძილზე შეისწავლიდა ფემინისტურ რიტორიკას, რამაც მომავალში მისი შეხედულებები ჩამოაყალიბა და ამავდროულად დაეხმარა, რომ ინდივიდუალობა არ დაეკარგა.
მოდელმა თამამად აღნიშნა ისიც, რომ ქალებისთვის მხარდასაჭერ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე არეულობა მოხდა, რის შემდეგაც თავადაც დააკავეს. ემილი ფიქრობს, რომ სექსუალურ გოგონებს ებრძვიან და ხშირად ცდილობენ, რომ დაჩაგრონ.
ეს ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოება განაცვიფრა გოგონამ ასე ახსნა:
"ქალებს საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეთ, არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ და ამას პატივი უნდა სცენ. მიეცით ქალებს შესაძლებლობა, იყვნენ მრავალფეროვნები და არასწორ შეხედულებებს თავიდანვე ნუ ჩამოუყალიბებთ".
თამამ ფოტოებს მისგან ისედაც მიჩვეული ვიყავით, თუმცა ეს მიზანმიმართული ნაბიჯია და იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე სხვა გამბედავ ფოტოებს.
აი როგორ ეხმაურებიან ამ ფოტოს ემილის თაყვანისმცემლები: "ემილი, ნამდვილი ლეგენდა ხარ", "არაა, ეს რა გააკეთე", "ის ახლა კაცს ჰგავს" და სხვა..