გაზის გასაწმენდი საშუალება - მოამზადეთ თავად - Marao

გაზის გასაწმენდი საშუალება - მოამზადეთ თავად

2020-04-01 10:00:35+04:00


საჭმლის მომზადებასა და გარეცხვაზე მეტ დროსა და ენერგიას გვართმევს ბინის დალაგება. როგორც წესი, გაზის გაწმენდა ერთ-ერთი რთული და უსიამოვნო პროცესია. საბედნიეროდ, ჩვენ ვიცით რეცეპტი, რომელიც გაზის ზედაპირის გასაწმენდად მცირე დროს წაგართმევთ. შედეგით კი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

უნივერსალური საწმენდი საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი სარეცხის ფხვნილი
  • 3 სადილის კოვზი სოდა
  • 1 ს/კ საკანცელარიო წებო
  • 200 მლ თბილი წყალი
  • პლასტმასის ბოთლი

  1. ძაბრის დახმარებით ინგრედიენტები ბოთლში მოათავსეთ, დაახურეთ ხუფი და კარგად შეაჯანჯღარეთ, ინგრედიენტები ერთმანეთს უნდა შეერიოს.
  2. მზა მასა გაზის ზედაპირზე სილიკონის ფუნჯით წაუსვით. მოერიდეთ მის მოხვედრას ცეცხლის ასანთებ მიდამოში. გაზის ყოველი გაწმენდის შემდეგ იგი ხელახლა წაუსვით ზედაპირზე. ამგვარად მინიმუმამდე შეამცირეთ გაზის ზედაპირში ჭუჭყის ჩაჯდომას.
  3. გაზის ზედაპირზე გასაწმენდი საშუალების წასმის შემდეგ შეიძლება ფხვნილის კრისტალები გამოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ, ეს ნორმალურია. გაზის გასაწმენდად სხვა საშუალებას აღარ გამოიყენებთ, მხოლოდ წყალში დასველებული ღრუბლით გადაწმინდთ ზედაპირს.
  4. გაზის გასაწმენდი საშუალება ბოთლიანად მაცივარში შეინახეთ, გამოყენებამდე კი კარგად შეანჯღრიეთ.

წყარო