20 წესი, როგორ გავაძლიეროთ ფულის ენერგეტიკა ჩვენ ირგვლივ - Marao

20 წესი, როგორ გავაძლიეროთ ფულის ენერგეტიკა ჩვენ ირგვლივ

2020-01-08 14:27:40+04:00


  1. შეინახეთ ფული მსხვილი კუპიურებით.
  2. შეინახეთ ფული ლუწი თანხებით, მაგალითად, 100 ლარი და არა 105 ლარი.
  3. გამოჰყავით სპეციალური თანხა და არასდროს დახარჯოთ. პირიქით, მიამატეთ და გააბევრეთ.
  4. ფულის შეგროვებაც ისევე შეაფასეთ, როგორც დამატებითი შემოსავალი და სამსახური.
  5. გააკეთეთ ყოველდღიური აღრიცხვა შემოსავლის და გასავლის.
  6. ფული გადაითვალეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
  7. ფულს უყვარს თავისი ადგილი. ეცადეთ, სულ ერთსა და იმავე ადგილას გედოთ.
  8. არ გაასესხოთ ფული.
  9. არ ისესხოთ ფული.
  10. პატივისცემით მოექეცით წვრილ კუპიურებს და ხურდებს.
  11. ოჯახის ბიუჯეტს უნდა მართავდეს ერთი ადამიანი.
  12. ნუ დაითვლით მომავალ მოგებას ხმამაღლა.
  13. არ გაათამამოთ ფულით ბავშვები.
  14. შეინახეთ ფული სხვადასხვა ვალუტაში.
  15. დაეხმარეთ ფულით მშობლებს.
  16. ყოველთვის გადაითვალეთ ხურდა, რომელსაც გიბრუნებენ.
  17. აჩუქეთ ფული მხოლოდ მათ, ვისაც ეს სჭირდება.
  18. ქველმოქმედებას არ მიმართოთ, თუ ის ფინანსურ ზიანს მოგიტანთ.
  19. ფული ადამიანს ხდის როგორც ღარიბს, ასევე მდიდარს.
  20. ფულს უყვარს ლოგიკა და ცივი გონებით ანგარიში.

დალილას ბლოგი