მკერდის ტკივილისას კარგზე არც ერთი ქალი არ იფიქრებს. არსებობს ტკივილის გამომწვევი რამდენიმე ვერსია. თუმცა, როგორი ტკივილიც უნდა გქონდეთ, აუცილებლად გაესინჯეთ მამოლოგს.
მასტოპათია
ერთ-ერთი გავრცელებული ტკივილია. საწყის ეტაპზე მასტოპათიის დროს ქალი მკერდის ტკივილის მენსტრუაციის დაწყების წინ განიცდის. შემდეგ ტკივილი ინტენსიური და ხანგრლივი ხდება. მამოლოგთან ვიზიტი და საფუძვლიანი კვლევა დაგეხმარებათ, აიცილოთ კვანძების წარმოქმნა მკერდში.
ალერგია
კოსმეტიკურ საშუალებებს ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ. გამონაყარი, სიწითლე, ქავილი. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს თეთრეულმაც. შეიძლება ცოტა ხნის წინ შეიცვალეთ კოსმეტიკური საშუალება და ტკივილიც მას მოჰყვა? იქნებ, ჯობია, ძველს დაუბრუნდეთ?..
ფეხმძიმობა
გაფუებული მკერდი და მომატებული მგრძნობელობა ფეხმძიმობის პირველი სიმპტომია. რაც უფრო მეტ ესტროგენს გამოიმუშვებს ორგანიზმი, მით სწრაფად იზრდება ქალის მკერდი და პროცესიც შეიძლება მტკივნეული იყოს. უმჯობესია, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს გაესინჯოთ. შეიძლება ჰორმონების ბალანსი გაქვთ დარღვეული და დახმარება გჭირდებათ.

ცუდი ბიუსტჰალტერი
ქალების უმეტესობას მისთვის შეუფერებელი ბიუსტჰალტერი აცვია. სასურველია, თქვენი ზომის და თქვენზე იდეალურად მორგებული (უმჯობესია, ბუნებრივი ქსოვილის) ლიფი გეცვათ.
ფიზიკური დატვირთვა
თუ რამდნემე დღე სპორტდარბაზში ვარჯიშობით, სპორტული ბიუსტჰალტერი კი არ გეცვათ, როგორც წესი, მკერდში ტკივილს იგრძნობთ. კუნთები სარძევე ჯირკვლების ქვეშაა განლაგებული და ამიტომაც გრძნობთ დისკომფორტს მკერდის არეში. ცოტა ხანი არ ივარჯიშოთ. თუ ტკივილი გახშირდა და არ დაგიამდათ, ექიმს მიმართეთ.
ინფექცია
ჩაბრუნებული თმა, დახშული ოფლის გამომშვები ჯირკვალი და ბაქტერიული ინფექციაც კი შეიძლება ტკივილის მიზეზი იყოს. დააკვირდით სიმპტომებს: სიწითლე, შეშუპება, ტკივილის შეგრძნება დაჭერისას. აგრეთვე, გამონადენი დვრილიდან: ჩირქოვანი, სისხლიანი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

კონტრაცეპტივები
ნებისმიერ ჰორმონალურ პრეპარტს შეუძლია მკერდში ტკივილი გამოიწვიოს. როგორც წესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ყველაზე "მიზეზიანი". მაგრამ მათ არც ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები ჩამორჩება. დროთა განმავლობაში, უკუჩვენების ეფექტი იკლებს, მაგრამ ექიმს ტკივილის შესახებ მაინც უნდა მოუყვეთ.
მკერდის ტრავმა
ვარჯიშის დროს მოხვედრილი ბურთი, ხელი ან სხვა ნივთი შეიძლება ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს. ტრავმა ერთ-ერთი მიზეზია იმ საშიში წარმონაქმნებისა, რასაც მომავალში კიბოს გაჩენა შეუძლია. ამიტომ, აუცილებლად გაესინჯეთ მამოლოგს.
კიბო
ტკივილის შემთხვევაში პირველი, რა მიზეზსაც ქალი ფიქრობს, ეს კიბოა. საქმე იმაშია, რომ სარძევე ჯირკვლების კიბო დიდი ხანი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ქალმა შეიძლება დვრილიდან გამონადენსაც არ მიაქციოს ყურადღება. ამიტომ, რეგულარული კვლევა, სკრინინგი და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. აგრეთვე, დააკვირდით მენსტრუაციას, უმნიშვნელო ცვლილების დროსაც კი მკერდის კიბოზე გაესინჯეთ.
წყარო