ორი შვილის დედა მუცელში ძლიერი ტკივილით მიიყვანეს. ქალი გაოცდა, როცა ექიმებმა განუცხადეს, რომ მშობიარობისთვის მომზადებულიყო.
სამხრეთ დაკოტის მკვიდრი დანეტ გიტცი ვერც ხვდებოდა, რომ ფეხმძიმობის 34 კვირაში იყო. მას ძლიერი ტკივილები აწუხებდა ზურგის არეში და ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა. დანეტს ეგონა, რომ თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა. რადგან ისეთივე ტკივილებს განიცდიდა, როგორც ადრე. ექიმებმა კი დაამშვიდეს... მან სამი ბავშვი გააჩინა.

კარდიომონიტორმა ორი გულის ფეთქვა დააფიქსირა, მაგრამ ქალს მუცელში სამი ნაყოფი ჰყავდა.
ქალი სასწრაფოდ სამშობიარო ბლოკში გადაიყვანეს და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ცოტა ხანში მან ქირურგის ხმა გაიგონა: "პირველი ბავშვი ბიჭია, მეორე - გოგონა. ცოტა ხანში ექიმმა ისევ წამოიყვირა: კიდევ ერთი პლედი მოიტანეთ, აქ მესამე ბავშვიცაა".

დანეტს ამ საოცარ მშობიარობამდე 2 შვილი ჰყავდა და საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ არ იცოდა. მისი თქმით, არც გულისრევა აწუხებდა დილაობით და არც ნაყოფის მოძრაობა მუცელში.
სამი ტყუპის დაბადება ბუნებრივი ჩასახვით იშვიათობა, მაგრამ დანეტის შემთხვევაში - ნამდვილი სასწაულია.

მრავალშვილიანი დედის მატერიალური მდგომარეობა არასტაბილურია, რის გამოც ქალმა ოჯახის ფეხზე დასადგომად დახმარება სოციალური ქსელით ითხოვა. პირველივე დღეს 700 ფუნტი სტერლინგი შეუგროვდა და ფულის მიღებას მომავალშიც ელოდება.
წყარო