ზაფხულის არდადეგები შესანიშნავი დროა, რომ შეიძინო ახალი მეგობრები, ისწავლო რაღაც ახალი და დრო მხიარულად გაატარო. საქართველოში, საზაფხულო ბანაკები ჯერ-ჯერობით არ არის ისეთი მოთხოვნადი და აქტუალური, როგორც სხვა ქვეყნებში.
გინდათ თქვენი შვილები ზაფხულის პერიოდშიც აქტიურ დასვენებასთან ერთად მათთვის საინტერესო თემებზე განათლებას იღებდნენ? სწავლის განსხვავებული მეთოდი, ცნობილი ადამიანების გამოცდილების მოსმენა და გაზიარება, თავგადასავლებით დატვირთული დღეები, დიახ სწორედ რომ საზაფხულო სკოლაშია ეს ყოველივე შესაძლებელი. კამპანია #წამოდითელავში-ს სულის ჩამდგმელები ცნობილი მსახიობი და შოუმენი - დუტა სხირტლაძე და ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი, ტორესა მოსი არიან.
„მარაო“ გთავაზობთ ინტერვიუს ტორესა მოსისთან.
ვისი იდეა იყო საზაფხულო ბანაკის შექმნა?
- იდეა მე და დუტას ერთად დაგვებადა, ვინაიდან ჩვენი განათლების სისტემა ისეა აწყობილი, რომ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან რაღაცებს, არ აძლევს საშუალებას ბავშვებთან სასწავლო პროცესში შევიდნენ. მაგალითად, მე რომ მომინდეს სკოლაში მასწავლებლად შესვლა, ვერ შევალ. ლიტერატურას ვერ ვასწავლი იმიტომ, რომ შესაბამისი საბუთები არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ კუთხით ფორმალური განათლება არ გამაჩნია, ამ პროცესში ჩემგან ბევრი ისეთი რამე შეიძლება ისწავლონ ბავშვებმა, რომლის გადაცემა პედაგოგს, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ არაა ლიტერატურულ პროცესში ჩართული, გაუჭირდება. ესაა ზოგადი მდგომარეობა. როდესაც ამაზე დავფიქრით, მივხვდით, რომ ბავშვებს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში, არ აქვთ იმის საშუალება, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მათთან, ვინც დღევანდელ რეალობას ქმნის თავის სფეროში. ჩვენ გვყავს ბევრი წარმატებული მეგობარი, რომლებიც საინტერესო რაღაცებს ქმნიან და აქვთ დიდი გამოცდილება. ზუსტად იმიტომ, რომ ცოდნის მიღება არ არის მექანიკური პროცესი, არამედ ესაა ცოცხალი გამოცდილება, რომელიც გროვდება, შემდეგ კი ეს ყოველივე უნდა გაზიარდეს, გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა სივრცე, თუნდაც ზაფხულში მხოლოდ ორი კვირით, შეგვეკრიბა ეს ადამიანები იმისათვის, რომ გაეზიარებინათ ბავშვებისთვის გამოცდილება და გადაეცათ რეალური ცოდნა, რაც ძალიან პროდუქტიული გამოდგა. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ამის სურვილიც და ენთუზიაზმიც, ამიტომ ყველა ძალიან დიდი სიხარულით დაგვთანხმდა. მადლობა მათ ამისთვის.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ბანაკის ერთი დღე რომ აღწეროთ, რა ტიპის აქტივობები იყო?
- დღის განმალობაში საკმაოდ ბევრი აქტივობა გვქონდა. მაგალითად, სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდით, იყო სპორტული სივრცე, ვაწყობდით კინოჩვენებებს, ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ცნობილ და კომპეტენტურ ადამიანებს ხვდებოდნენ, გვქონდა რამდენიმე ექსკურსია, ჩავატარეთ ფერების ფესტივალი, საგაკვეთილო პროცესი კი თელავის ისტორიულ მუზეუმში მიმდინარეობდა. დავათვალიერეთ თელავის მუზეუმში გამოფენილი ნახატების საინტერესო კოლექცია და გავეცანით კახეთში აღმოჩენილ ისტორიულ არტეფაქტებს, საინტერესო არქეოლოგიურ მასალას, ვეწვიეთ ალავერდის მონასტერს, იყალთოს აკადემიას, გრემს და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წინანდალში, საბოლოოდ კი ყველამ ერთად ძალიან ბევრი რამით გავიმდიდრეთ ცოდნა. საგაკვეთილო პროცესი არ იყო ისეთი, როგორიც სკოლაშია, აქ ბავშვები თავს თავისუფლად, სრულუფლებიან და თანასწორ ადამიანებად გრდძნობდნენ. შესაბამისად, მათთვის ეს გარემო არ ჰგავდა ციხეს. ეს იყო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რაც ასევე ჩვენი ხედვის ფუნდამენტს წარმოადგენს, რომ ბავშვს არ შეიძლება მოექცე სხვაგვარად, ვინაიდან ის საჭიროებს ისეთ მოპყრობას, როგორც სრულფასოვანი, ღირსების მქონე ადამიანი, შესაბამისად ასე თავიდან აირიდებ გაუგებრობას შენც და ბავშვიც.
რა ასაკის ბავშვებზე იყო გათვლილი საზაფხულო სკოლა?
-12 წლიდან 17 წლამდე. ჩვენ გვქონდა ისეთი წესები, რომლებსაც ბავშვებთან ერთად ვქმნიდით. მაგალითად, თუ იცოდნენ, რომ ხვალ დილის 06:00 სთ-ზე უნდა ამდგარიყვნენ, ყველა აცნობიერებდა რატომ უნდა გაეღვიძათ ასე ადრე და რა უნდა გაეკეთებინათ. ეს არ იყო ვინმეს მიერ შექმნილი წესრიგი, ეს იყო ერთად შექმნილი წესრიგი, რომელსაც თანასწორი ადამიანები ვქმნიდით ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად. შედეგად მივიღეთ არა რუტინული, მოსაწყენი დღეები, არამედ ბავშვებს უხაროდათ იქ ყოფნა და ბედნიერები იყვნენ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ვინ იყო ჩართული სწავლების პროცესში?
- ტრენერების სახით მოწვეული გვყავდა დათო ტურაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, სკოლა დავხურეთ ნიკოლოზ რაჭველისა და სიმფონიური ორკესტრის კონცერტით, გაკვეთილები ასევე ჩაატარეს ლადო აფხაზავამ - ლიდერობაზე, ლევან ბახიამ კინოზე, ფიქრია ყუშიტაშვილმა დრამატურგიაზე, გიორგი ბეჟანიშვილმა - იგივე უცხომ, ფოტოგრაფიაზე, გვყავდა მარინა ნაცვლიშვილი -იუველირი, დიზაინერი, რომელიც სახვით ხელოვნებაზე გვესაუბრა, ბახვა ბრეგვაძე მოგვიყვა თავის გამოცდილებაზე მარკეტინგში, სოფო გორდაძე გვესაუბრა კულინარიაზე, გიორგი ურჩუხიშვილი სოციოლოგიაზე, გია პირადაშვილი წარმატებაზე, ნინო შენგელია ლანდშაფტის არქიტექტურაზე და რა თქმა უნდა, მე და დუტამაც გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება დუტამ ეფექტურ კომუნიკაციაზე, ხოლო მე ლიტერატურასა და ბრენდინგზე.
რამდენად აუცილებელია საზაფხულო ბანაკის საჭიროება საქართველოში?
- ჩვენი საზაფხულო სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებმა ჩვენთან გამოიმუშავეს თვითდისციპლინა. გააცნობიერეს წესრიგის აუცილებლობა, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე განსხვავებულად უყურებენ სამყაროს და თამაშის წესებს. ისწავლეს ის, რომ აუცილებელია შეთანხმების მიღწევა, კონსენსუსი და ამ შეთანხმების დაცვა, შეხვდნენ საინტერესო, გამოცდილ და კომპეტენტურ ადამიანებს და ბევრ ისეთ თემაზე მიიღეს დიდი ინფორმაცია, რომელიც სკოლაში 12 წლის განმავლობაში შეიძლება ვერავინ მიაწოდოს. მათ გააცნობიერეს ის, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მარცხი, დაინახეს თითოეული წარმატებული ადამიანის უკან რამდენი შრომა, ექსპერიმენტი და მათ შორის წარუმატებელი ისტორიაც დგას. სამწუხაროდ ჩვენი განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ რეალური მაგალითებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას თითქმის არ ტოვებს და ამიტომ აუცილებელია ასეთი არაფორმალური და ინოვაციური ფორმებით შევავსოთ. საბოლოო მიზანი ხომ ისაა, რომ ბავშვი რეალურ სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მოემზადოს და ჩემი აზრით ჩვენ ამაში წვლილი ნამდვილად შევიტანეთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
რამდენად განსხვავდებიან ამჟამინდელი თაობის მოზარდები წინამორბედებისგან?
- მე ვერ შევადარებდი, იმიტომ რომ არ იქნება ეს სწორი, ჯერ მარტო იმოტომ, რომ დრო იყო რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ ობიექტურად თუ გავზომავთ, დღევანდელი 12 წლის ბავშვები წინა თაობებისგან განსხვავებით ბევრად განვითარებულები არიან. ტექონოლოგიური პროგრესი საშუალებას აძლევთ ჰქონდეთ ინტერესების ძალიან ფართო სპექტრი და ამავდროულად უმოკლეს დროში მოიძიონ საჭირო ინფორმაცია. ამიტომ ეს უბრალოდ მოცემულობაა, ისინი უფრო განვითარებულები არიან.


სამომავლოდ თუ აპირებთ ბანაკის გაგრძელებას და რა ცვლილებებს შეიტანთ?
- ფუნდამენტურად მიდგომას და მეთოდებს არ შევცვლით, ვიცოდით, რომ ჩვენი მიდგომები სწორი იყო და პროცესშიც გაამართლა, ფუნდამენტს არ შევეხებით, პირიქით, თუ შესაძლებლობა გვექნება უფრო გავაძლიერებთ, შეიძლება უბრალოდ უფრო მეტი აქტივობით გავამდიდროთ, მეტად საინტერესო შინაარსი ჩავდოთ, თუმცა ის, რომ ცოცხალი მაგალითების გაზიარება უნდა მოხდეს, ამ პრინციპს არ შევცვლით, შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ. ეს კამპანია გაგრძელდება სლოგანით #წამოდითელავში და კახეთისთვის ან მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის ცნობადობას ავამაღლებთ.