სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ოფიციალური თრეილერი კინოფირიდან „ლედი და მაწანწალა“. რიმეიქი გადაღებულია ყველასათვის ცნობილ მულტფილმზე, რომელიც 1955 წელს გამოჩნდა ტელეეკრანებზე. კომპანია "დისნეიმ" ახალი სთრიმინგ-პლატფორმისთვის შემოინახა ამ ანიმაციის ეკრანიზაცია.

მაწანწალას როლი მოირგო ძაღლმა, სახელად მონტემ, რომელიც პროდიუსერებმა ერთ-ერთ ძაღლთა თავშესაფარში, ნიუ-მექსიკოში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა: მას არა მარტო როლი შესთავაზეს, არამედ სახლიც უპოვეს. ამჟამად მონტე კალიფორნიაში ცხოვრობს ახალ ოჯახთან ერთად.

მაწანწალა ალაპარაკდება ჯასტინ ტერუს ხმით, ხოლო ლედი ტესა ტომპსონმა გაახმოვანა. ტერუს განმარტებით, მას სურდა, მთავარი როლი მის ძაღლს, სახელად კუმას მოერგო. „ის, სხვათა შორის, კარგად მოირგებდა მაწანწალას როლს. ვთვლი, რომ საუკეთესოა, უბრალოდ უნდა დასვათ საჭირო თვითმფრინავზე“, - აღიარა მსახიობმა გასული წლის ნოემბერში. ძაღლი მან აიყვანა გადაღებებიდან რამდენიმე თვით ადრე სწორედ ამ ფილმისათვის.

წყარო