კვირის დასაწყისში დასავლურმა მედიამ ახალი სასიხარულო ამბავი გაავრცელა: პრინც ჰარის ყოფილი შეყვარებული კრესიდა ბონასი თხოვდება. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა მიიწვიოს ქორწილში თავისი ყოფილი ბოიფრენდი მეუღლესთან - მეგანთან ერთად.

როგორც ინსაიდერები იუწყებიან, პრინცმა ჰარიმ და კრესიდამ განშორების შემდეგ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს, გოგონა სასექსის ჰერცოგინიების ქორწილშიც იმყოფებოდა და აპირებს საკუთარ ქორწილშიც მიიწვიოს ჰარი და მეგანი.

„მოსაწვევი ჯერ არ მოგვსვლია, მაგრამ როგორც შემატყობინეს, ჰარი და მეგანი დაესწრებიან ქორწილს“ - განუცხადა ჟურნალისტებს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა. ჰარი და კრესიდა კარგად მეგობრობენ, მეგანიც იცნობს მას. ასე რომ, დიდი ალბათობით, დაესწრებიან ქორწილს“.

ბრიტანელი ჟურნალისტი და სამეფო მიმომხილველი ადამ ჰელიკერი დარწმუნებულია, რომ სასექსის ჰერცოგი სიხარულით მიიღებს მიწვევას. „დიახ, ჰარი უსიტყვოდ იქნება ქორწილში. მათ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. კრესიდა არასდროს აკეთებდა საჯაროდ კომენტარს ჰარისთან რომანზე“.

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, მეგანი იქნება თუ არა თანახმა, წავიდეს კრესიდას ქორწილში. ცნობილია, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობს მეუღლის ყოფილი შეყვარებულის გარემოცვაში. თუმცა, როგორც ჰელიკერი ამბობს, ეს, სავარაუდოდ, ჰარის მეორე ყოფილ გოგონას - ჩელსი დეივის ეხება.

„ის იყო პრინც ჰარის პირველი სიყვარული, რომელთანაც on-and-off ურთიერთობა ჰქონდა ჰარის 7 წლის მანძილზე. სწორედ მეგანი იყო იმის ინიციატორი, რომ ჩელსი არ დასწრებოდა მათი ჯვრისწერის ცერემონიალს“, - განაცხადა ჟურნალისტმა.


შეგახსენებთ, რომ კრესიდას სასექსის ჰერცოგი ხვდებოდა 5 წლის განმავლობაში. ყველას ეგონა, რომ ის გახდებოდა მისი მეუღლე, მაგრამ როგორც ირკვევა, ვერ გაუძლო გოგონამ პრესისგან დაჟინებულ ყურადღების ცენტრში ყოფნასა და სამეფო წესების პროტოკოლებს. დაშორების შემდეგ კრესიდამ განაახლა ურთიერთობები უძრავი ქონების გაყიდვების აგენტთან, ჰარი უენტუორტთან და როგორც სახეზეა, ორი წლის თავზე მან ხელი სთხოვა და მალე ქორწილსაც ვიხილავთ.

წყარო