დროდადრო, ხშირად გვესაჭიროება რჩევები ან მითითებები ცხოვრების გზაზე სხვადასხვა სირთულესთან გამკლავებისთვის. ჩვენ მოგიმზადეთ ტესტი, რომელიც ველური ტაროს სამი კარტის მეშვეობით შენს სამომავლო გეგმებს ხსნის.

8 ხანჯალი
- სულ ახლახან აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერი, რაც კი დედამიწაზე ცხოვრობს, სულიერ არსებებად ითვლება. თითქოს ეს მარტივი სინამდვილეა, მაგრამ თქვენს გონებაში ამჟამად განათდა და სახეზე ღიმილი მოგეფინათ. ცხოვრება - ეს მუდმივი მოქმედებაა და ამას ადრინდელთან შედარებით უფრო მეტად აანალიზებთ. ადამიანებს შეუძლიათ, ბედნიერებით დატკბნენ, იჩხუბონ, მოიწყინონ, გამოიმუშავონ ფული, იმოგზაურონ. ეს ხომ მშვენიერია! ის, რომ ყველანი ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. ადამიანები როგორებიც არიან, ისეთად უნდა მიიღოთ და თქვენ ეს კარგად გააანალიზეთ უკვე, რაც ძლიერი ურთიერთობების საუკეთესო გარანტიაა. თქვენ სწორ გზად ადგახართ ნამდვილად, ასე გააგრძელეთ!
სიძლიერე
- თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სულიერების მისაღწევად ვეგეტარიანელი უნდა იყოთ, მხოლოდ კარგი ისაუბროთ, არსენალში გქონდეთ სიმორცხვე, შემწყნარებლობა. თუმცა უბრალო გამოკვლევა ჰარმონიის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ, ყოველი მიღებული გადაწყვეტილება გულიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამას დამოუკიდებლად უნდა მიხვდეთ და არა ვინმეს კარნახით იყოს განპირობებული. გააანალიზეთ ის, რომ მოქმედება თქვენთვის არის საჭირო და არა გარშემომყოფთათვის და მაშინ ოდნავ მიუახლოვდებით საკუთარ ბედნიერებას.
ჯილდოების დედოფალი

- თითქოს ამჟამად ცდილობთ საკუთარ სულში ჩახედვას, იმის გარკვევას, თუ როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში. ძალიან გინდათ, ცოტა ხნით მაინც მოსწყდეთ გარე სამყაროს, გაეცალოთ ნაცნობებს, ახლობლებსა და მეგობრებს. თქვენთვის ეს საკუთარი მომწიფების პერიოდია, შინაგანი ანალიზისა და სინამდვილის ძიებისთვის. გზავნილი სამყაროდან კი შემდეგნაირად ჟღერს: "შეეცადეთ, თქვენს გზაზე იაროთ. ნუ ქექავთ საკუთარ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო დარჩებით და დაანგრევთ იმას, რასაც დიდი ხანია ქმნით".