თუკი გამუდმებით რაღაც მიზეზები ხელს გიშლით სამსახურში დროულად მისვლაში, დროა, გადახედოთ თქვენი დილის ქმედებების განრიგს. „მარაოს“ რჩევები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ნერვები და ბოლოს და ბოლოს, ისწავლოთ, თუ როგორ არ დააგვიანოთ.
ტანსაცმელი გაამზადეთ საღამოს
- არც იოცნებოთ დილას ათასი რამის მოსწრებაზე. არჩეული ტანისამოსი შესაძლოა დასაუთოებელი აღმოჩნდეს ან უარესი - გასარეცხი იყოს, ხოლო დრო რეცხვასა და დაუთოებაზე დილით ნამდვილად არ გექნებათ.
იქონიეთ მშრალი შამპუნი
- ეს არის სასწაულმოქმედი საშუალება, რომელიც იმ მომენტში გამოგადგებათ, როცა თმა არცთუ ისე ჭუჭყიანი გაქვთ, მაგრამ არც ახალი დაბანილი. იმისათვის, რომ დაიტანოთ თმაზე და მოიწესრიგოთ ვარცხნილობა, დაგჭირდებათ 20 წუთზე ნაკლები დრო. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან დაზოგავს თავის დაბანაზე თქვენს დროს.
დაივიწყეთ ტელეფონი
- დილიდან მნიშვნელოვანია თითოეული წუთი. არ ღირს დილას დროის დაკარგვა სოციალური ქსელის სიახლეების, ამინდის პროგნოზისა და ფოსტის შემოწმებაზე. ეს ყოველივე შეგიძლიათ გააკეთოთ გზად. ამასთანავე, დაკვირვებებმა როგორც აჩვენა, ადამიანები, რომლებიც გაღვიძებისთანავე იღებენ ხელში ტელეფონს, მღელვარების დონე ბევრად მომატებული აქვთ.
დააყენეთ მაღვიძარა საწოლისგან მოშორებით
- თუკი დილით ადგომა ტანჯვის ტოლფასია და ყოველ 5 წუთში დროის ავტომატურად გადაწევა გიწევთ, დაეხმარეთ საკუთარ თავს იმით, რომ სმარტფონი შორ მანძილზე დატოვოთ. ასე იძულებული იქნებით, დროულად ადგეთ.
დაუმატეთ კვერცხი!
- თუ ვერ ასწრებთ სრულყოფილი საუზმის მომზადებას, აიღეთ ყველაფერი, რაც ვახშმიდან შემოგრჩათ, მოასხით კვერცხი და მსუყე ომლეტიც ერთ წუთში მზად იქნება.
იპოვეთ ადგილი საჭირო ნივთებისთვის
- იმისათვის, რომ არ დაგრჩეთ გასვლისას საფულე, ჩანთა, სათვალე გასაღები და სხვა აუცილებელი ნივთი, გამოყავით კართან არსებული რომელიმე კუთხე, სადაც ყველა ჩამოთვლილი ნივთი იქნება. ასე უფრო გაიმარტივებთ საქმეს და ძებნაში არ დაკარგავთ დროს.
შეიყვარეთ სმუზი
- საუზმე - ყველაზე აუცილებელი პერიოდია საკვების მისაღებად, მისი გამოტოვება კი უდავოდ არასასურველია. თუკი მსუყე პიცით ვერ იწყებთ დილას და მომზადებაზე დრო არ გაქვთ, სცადეთ ენერგიით დამუხტვა ჭიქა სასარგებლო სმუზით. შეგიძლიათ მოამზადოთ წინა საღამოს სასურველი ბოსტნეულითა და ხილით.
სათადარიგო კომპლექტი
- მოამზადეთ სათადარიგო ტანსაცმლის კომპლექტი და დატოვეთ სამსახურში იმ შემთხვევებისთვის, თუკი სიჩქარეში ვერ მოასწარით სუფთა ტანსაცმლის პოვნა ან გზად ყავა დაგექცათ. ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, მადლიერი დარჩებით, თანაც არაერთხელ.
ყავის მადუღარა გამართული გქონდეთ
- თუკი ჭიქა ყავის გარეშე ვერ იღვიძებთ, დააყენეთ ყავის აპარატზე ტაიმერი, რაც დაგეხმარებათ მაღვიძარის დარეკვამდე 10 წუთით ადრე ყავის მოდუღებაში. ეს ძალიან კომფორტული მეთოდია და შესაბამისად, დროის დაზოგვასთან ერთად ყავის დალევასაც მოასწრებთ.
არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს!
- ოდესმე გაგისინჯავთ ბლინები ქილიდან? ეს გემრიელი კერძი თქვენი დილის დროს დაზოგავს. უბრალოდ აიღეთ აუცილებელი ინგრედიენტები, გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ქილაში და შედგით გაზქურაში სულ რაღაც ერთი წუთით. ნოყიერი საუზმეც მზად არის! სხვათა შორის, შეგიძლიათ ქილიანად გაიყოლოთ სამსახურში.
წყარო