"მის გარშემო ბრუნავს ჩვენი სამყარო" - როგორ ულოცავენ ანუკი არეშიძე და კახი კალაძე შვილს დაბადების დღეს (+ფოტო) - Marao

"მის გარშემო ბრუნავს ჩვენი სამყარო" - როგორ ულოცავენ ანუკი არეშიძე და კახი კალაძე შვილს დაბადების დღეს (+ფოტო)

2019-09-05 11:58:50+04:00


ანუკი არეშიძის და კახი კალაძის უმცროსი შვილი იუბილარია. ნიკოლას 1 წელი შეუსრულდა.

"აი, ჩვენი ნიკოლასი, რომელმაც სრულიად შეცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში!

ასმაგად მიმაჯაჭვა სახლს, შემიცვალა ცნობიერება და დამოკიდებულება ყველაფრის და ყველას მიმართ!

მისი ძამიკოებიც კი შეცვალა, უფრო მეტად მზრუნველები და მოსიყვარულეები გახდნენ.

თავს დასტრიალებენ ნიკოლას და უვლიან, როგორც შეუძლიათ.

მოკლედ, მის გარშემო ბრუნავს ჩვენი სამყარო.

უფლის მადლიერი ვარ ყოველდღე. გმადლობთ ყველას, ყველას, ყველას, რომ არ გავიწყდებათ არცერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე! მიყვარხართ" - წერს დიზაინერი.

ცხადია, შვილს დაბადების დღე საჯაროდ კახა კალაძემაც მიულოცა: "გილოცავ პირველ დაბადების დღეს, ჩემო პატარა კაცო - ნიკოლას, შენ მე გული მომპარე. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად".

გამომწერების აზრი ორად გაიყო. ზოგი ნიკოლასს კახი კალაძეს ამსგავსებს, ნაწილი კი - ანუკი არეშიძეს.

ანუკიმ ნიკოლასის ფოტოები "ინსტაგრამზე" პირველად გამოაქვეყნა ისე, რომ პატარა სრულად ჩანდეს.

"დედიკოს ჰგავს ძალიან", "ვაიმე, გილოცავთ, თითქოს ყველა ძამიკოს ჰგავს რაღაცით", "პატარა კახი", "ტკბილი ცომის გუნდა" - წერენ გამომწერები.

ფაქტია, რომ ნიკოლა მართლაც საყვარელი ბავშვია და ადამიანების გული უკვე დაიპყრო.