როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი მაქსიმალურად მოკლე დროში? რჩევები ახალგაზრდა დედებისგან - Marao

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი მაქსიმალურად მოკლე დროში? რჩევები ახალგაზრდა დედებისგან

2019-09-09 15:35:51+04:00


მკითხველებს ვთხოვეთ გაეზიარებინათ ჩვენთვის მათი პატარა ხრიკები იმის თაობაზე, თუ როგორ ახერხებენ ბავშვების ყოლის შემთხვევაშიც კი მაკიაჟის გაკეთებას. გიზიარებთ მათ რჩევებს, თუ როგორ გამოიყურებოდეთ ლამაზად მაშინ, როცა თითქმის არასდროს გაქვთ დრო.

Related image

  • „სცადეთ მამაკაცის ლოსიონი პარსვის შემდეგ პრაიმერის ნაცვლად. ის ნამდვილად კარგად არბილებს კანს და თან ძვირიც არ ღირს“.
Related image

  • „ყველა კოსმეტიკური საშუალება ჩანაცვლებადია. "რუჟის" და ჩრდილების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრონზატორი, კონტურინგის პალეტი და ტუჩის გამჭვირვალე ტუჩსაცხიც კი!“
Related image

  • „იმ დროს, როცა ძალიან ვაგვიანებ, მე წინასწარ მაქვს მომზადებული BB საცხის ჩემი ვარიანტი, რომელიც მზისგან დამცავი საცხისგან, პრაიმერისგან, ლოსიონისა და ტონალურის ერთი წვეთისგან შედგება. მე მას მაცივარში ვინახავ მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში და ვიყენებ მაშინ, როცა არ მაქვს დრო სრულყოფილი მაკიაჟისთვის.“
Related image

  • „დახარჯეთ თანხა კარგ ოქროსფერ ჰაილაითერზე. ის კანს სიჯანსაღეს, ბზინვარებას და დასვენებულ იერს მიანიჭებს, ამისათვის კი ფუნჯის სულ რამდენიმე მოსმა დაგჭირდებათ.“
Related image

  • „როცა ძალიან მაგვიანდება, თითით დავიტან ხოლმე "რუჟს" ტუჩის ბალზამზე და შედეგად მდგრად ტუჩსაცხს ვიღებ.“
Related image

  • „მეორე ბავშვის დაბადებამდე შევიძინე მულტიფუნქციური მაკიაჟის სტიკი. იმ დღეებში, როცა არ მაქვს დრო მაკიაჟისთვის, უბრალოდ დავიტან ღაწვებზე, ტუჩებსა და წამწამებზე.“
Image result for makeup gif

  • „თუკი სახლიდან გასვლა მაკიაჟის გარეშე გიწევთ დროის არქონის გამო, დაკარგეთ ერთი წუთი თვალის გარშემო კორექტორის წასასმელად. ის 110%-ით მუშაობს, დაგიფარავთ გამოუძინებელ თვალებსა და ცელქი ბავშვების ხელებით გამოწვეულ ტრავმებს.“
Image result for makeup gif

  • „არ დაგავიწყდეთ დაიტანოთ დასაფიქსირებელი სპრეი. ის აგარიდებთ თავიდან მაკიაჟის შესწორებაზე დაკარგულ დროს.“
Image result for makeup gif

წყარო