კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით - Marao

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

2019-09-10 14:15:44+04:00


ვერძი

სიყვარული - შეიძლება ისეთი ადამიანი მოგეწონოთ, რომელიც ვიზუალურად არ ჰგავს თქვენს იდეალს, მაგრამ გონებითა და გულით დაგიპყროთ. ნუ დაიშურებთ შექებას. ფინანსები და კარიერა - მოემზადეთ საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტაქტი კარგ შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ ინტრიგებში მონაწილეობას.

ჯანმრთელობა - ინფექციების თავიდან ასაცილებლად, ხშირად დაიბანეთ ხელი. მეტი იმოძრავეთ, რაც დადებითი ემოციით, ენერგიით აგავსებთ.

კურო

სიყვარული - განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. შანსი მოგეცემათ, მოიწყოთ პირადი ცხოვრება.

ფინანსები და კარიერა - მარტივად მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. შეიძლება ახალი სპონსორი გამოგიჩნდეთ. ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლინეთ, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ.

ჯანმრთელობა - თუ ვარჯიშს არ დაიწყებთ, წონაში სწრაფად მოიმატებთ.

ტყუპი

სიყვარული - ხშირად გაუღიმეთ და მოეფერეთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელებმა დაკვირვებით შეათვალიერეთ გარშემო მყოფები. სასურველი პარტნიორი შეიძლება თქვენს მზერას ეძებს.

ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა სამსახურში. გააცანით უფროსობას თქვენი იდეები. ზოგიერთს დაწინაურება ელის. ერთადერთი სფერო, სადაც ყურადღება მოგეთხოვებათ, ესაა დოკუმენტების გაფორმება.

ჯანმრთელობა - დაისვენეთ, ივარჯიშეთ. უნდა გაუფრთხილდეთ თვალებს და ფილტვებს.

კირჩხიბი

სიყვარული - საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ზოგჯერ სიგიჟეებიც უნდა ჩაიდინოთ, მაგრამ თუ ადამიანი თქვენ მიმართ გულგრილია, ნუ გადაჰყვებით. ხშირად ჩახედეთ მეუღლეს თვალებში, ტყუილად არ ამბობენ, რომ "თვალები ადამიანის სულის სარკეა".

ფინანსები და კარიერა - მინიმუმამდე შეამცირეთ უსიამოვნებები სამსახურში. შეიძლება სხვისი საქმეების შესრულებაც მოგიწიოთ, მაგრამ კომპანია არ უნდა დააზარალოთ. ახალი იდეების განხორციელება უკეთესი პერიოდისთვის გადადეთ.

ჯანმრთელობა - ფეხით სიარული (ან სირბილი, თუ შეგიძლიათ) და ცურვა საუკეთესო დატვირთვაა ამ კვირაში.

ლომი

სიყვარული - შეიძლება არ გამართლდეს თქვენი მოლოდინი. მეუღლისთვის უფრო საყვარელი გახდებით, თუ საქმეების მოგვარებაში დაეხმარებით.

ფინანსები და კარიერა - ორშაბათს ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. წარმატება გელით აზარტულ თამაშებში. კარგ შედეგს მოგიტანთ სარეკლამო აქციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები.

ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ფეხებს. თუ ექიმთან ვიზიტს აპირებთ, კარგად ჩამოაყალიბეთ სათქმელი.

ქალწული

სიყვარული - საყვარელი ადამიანი მზრუნველობით და სიყვარულით გაგანებივრებთ და მიხვდებით, რა გაკლდათ აქამდე. თავადაც იყავით მოსიყვარულე და არა ჯაჯღანა.

ფინანსები და კარიერა - მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ სასურევლის მისაღწევად. საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ მოლაპარაკებები. კვირის მეორე ნახევარი დოკუმენტების გაფორმებას დაუთმეთ.

ჯანმრთელობა - ზომიერად მიიღეთ სითხე. მოსალოდნელია შეშუპება. სასურველია, ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა. გაგრძელება