სახლის პირობებში მოსამზადებელი თიხის ნიღაბი - Marao

სახლის პირობებში მოსამზადებელი თიხის ნიღაბი

2020-06-30 10:02:30+04:00


მომენტალურად უბრუნებს სახეს ტონუსს და ბზინვარებას. თუ ამ ინგრედიენტებს შეურევთ, კანის "სუპერსაკვებს" მიიღებთ!

პირველი კომპონენტი არის სპირულინა პუდრი. წყალმცენარეების ამ სახეობაში 50-70% ცილა და 8 აუცილებელი ამინომჟავა შედის. სპირულინა ძალიან მდიდარია მიკროელემენტებით, ფერმენტებით და ვიტამინებით.

მეორე კომპონენტია კოსმეტიკური თიხა. კანიდან ტოქსინები გამოაქვს.

არსებობს რამდენიმენაირი სახის კოსმეტიკური თიხა.

  • თეთრი — ყველაზე გავრცელებული ტიპი. იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. უხდება ცხიმიან, ნორმალურ კანს. ასევე, კომბინირებულსაც. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
  • მწვანე - ნორმალური და მშრალი კანისთვისაა. არ აშრობს კანს. მდიდარია მინერალებით.
  • ვარდისფერი - მშრალ და ძალიან მგრძნობიარე კანს უხდება. ამდიდრებს რკინით.
  • ცისფერი - დამჭკნარი კანისთვისაა. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აუმჯობესებს ფერს.

ინგრედიენტები:

4 ს.კ. თიხა — ის, რომელიც თქვენს კანს შეეფერება.

2 ს/კ. სპირულინა პუდრი.

მომზადება:

  1. შეურიეთ და შეინახეთ ქილაში.
  2. 1-2 ს/კ მშრალ ნარევს დაუმატეთ წყალი, რომ სქელი არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. გამოიყენეთ მინერალური წყალი, რძე.
  3. დაიდეთ სქელი ფენა სახეზე. ტუჩებზე და თვალების სიახლოვეს არ დაიდოთ. გაიჩერეთ 15 წთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. კანი ტონიკით გაიწმინდეთ და 20 წუთის შემდეგ მკვებავი წაისვით.
  5. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.

წყარო