როგორ ინარჩუნებენ საქმიანი ქალები ყოველდღიურ სილამაზეს? როგორ ახერხებენ მუდამ ფორმაში ყოფნას და სამსახურის გარდა, საოჯახო საქმეებთან გამკლავებას? ამ კითხვებზე პასუხები „მარაოს“ რედაქციამ იპოვა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ. ასე რომ, ჩაინიშნეთ:
1. შეამოწმეთ განრიგი
- ისწავლეთ ყველაფრის დაგეგმვა, შეამოწმეთ თქვენი მომდევნო დღის განრიგი და გააანალიზეთ, რა საქმეები და შეხვედრები გელით ხვალისთვის. წინასწარ მოამზადეთ შესაფერისი სამოსი. ასე დილით მომზადებისთვის ნაკლებ დროს დახარჯავთ და გექნებათ დამატებით სახლის საქმეებისთვის მოსასწრები დრო.
2. შეამოწმეთ ამინდი
- დილა ამინდის შემოწმებით დაიწყეთ. ეს დაგეხმარებათ გარდერობიდან ზედმეტი სამოსის გამორიცხვაში. ამ მეთოდით უფრო მარტივად შეარჩევთ სამოსს იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდი გელოდებათ დღის განმავლობაში. შესაბამისად, თავიდან აიცილებთ უამინდობით გამოწვეულ გაციებასა თუ მზიან ამინდში ზედმეტ სიცხეს.
3. მოამზადეთ საუზმე და ლანჩი მომდევნო დღისთვის
- დილით ადგომა გაცილებით სასიამოვნო გახდება, თუ გეცოდინებათ, რომ საუზმე უკვე მზად გაქვთ. ამით დროის ეკონომიას გააკეთებთ, განწყობას აიმაღლებთ და ამასთანავე, მიიღებთ ჯანსაღ საკვებს, რაც აგარიდებთ თავიდან ზედმეტ კილოგრამებს.
4. ყველა მნიშვნელოვანი beauty-პროცედურა გაიკეთეთ წინასწარ
- დილით არ გექნებათ ნიღბის გაკეთების ან ღრმა წმენდის დრო. ამიტომ კანი წინასწარ გაისუფთავეთ. წაისვით სახის სკრაბი, შემდეგ გაიკეთეთ პილინგი სახლის პირობებში და პროცედურის იდეალური დასასრულისთვის შემოინახეთ სახის მცირე მასაჟი ზეთისა და დამატენიანებელი საცხის გამოყენებით.
5. მოამზადეთ თქვენი კოსმეტიკური ჩანთა
- ყველა საქმიანმა ქალმა იცის, რომ დღის განმავლობაში მაკიაჟი განახლებას მოითხოვს. ამიტომ თან აუცილებლად უნდა იქონიოთ კოსმეტიკური ჩანთა საჭირო საშუალებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სუნამოს, რომელიც ნებისმიერ ჩანთაში ჩაეტევა.
6. გაამზადეთ აქსესუარები
- დაე, ყველა თქვენი საყურე, ყელსაბამი, შარფი, ჩანთა თუ სათვალე მკაცრად იყოს დალაგებული ფერებისა და სეზონების მიხედვით. ეს დაგიზოგავთ აქსესუარების შეხამებაზე მნიშვნელოვან დროს.
7. წინასწარ მოამზადეთ ჩანთა
- დილის გასვლები ხშირად მთავრდება სახლიდან ნაჩქარევი სირბილით, რასაც იქამდე მიჰყავხართ, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ან საჭირო ნივთები გრჩებათ. ჩანთის წინასწარ მომზადება ჩვევად აქციეთ, დილით კი მასში უბრალოდ რამდენიმე ახალი ხილი და ლანჩის ყუთი მოათავსეთ.