არც ისე დიდი ხნის წინ ცოტამ თუ იცოდა იმის შესახებ რამე, თუ რა მოვლენა იყო პრეეაკულაცია.
ახლა კი გავერკვეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა და საერთოდაც, შეიძლება თუ არა პრეეაკულატმა ქალის დაორსულება გამოიწვიოს.
პრეეაკულაცია, იგივე პრეეაკულატი - უფერო, გამჭვირვალე, წებოვანი სითხე გახლავთ, რომელიც შარდსადენი მილიდან, აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სასქესო ორგანოდან გამოიდევნება.
სითხე, რომელზეც ვსაუბრობთ, მამაკაცის სასქესო ორგანოს შიდა ნაწილში მდებარეობს. როდესაც მამაკაცი აღგზნებულ მდგომარეობაშია და ორგაზმისთვის მზად არის, ამ დროს გარეთ პრეეაკულატი გამოიყოფა.
- ეს ფაქტორი ყურადღების მიღმა სულაც არ უნდა დაგრჩეთ. მამაკაცის სასქესო ორგანოში მომჟავო ნაწილია, ხოლო ეს სითხე ერთგვარ ბალანსს იწვევს და გარკვეულწილად შესაძლებელია სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობა შეამციროს.
- კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ყოველ მესამე მამაკაცშია ისეთი სპერმატოზოიდები, რომლებიც კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ. ეს მიახლოებითი მაჩვენებელია, თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს.
შეიძლება თუ არა, რომ ქალი პრეეაკულატით დაფეხმძიმდეს? - პასუხია, დიახ.
ეს ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ქალი ორსულად მაშინაც რჩება, როცა ორგაზმი საერთოდ არ ყოფილა.
აუცილებელია, რომ მამაკაცმა თავიდან და ბოლოსაც გამოიყენოს პრეზერვატივი, ვინაიდან პრეეაკულატს ისეთი ინფექციებისა და დაავადებების გადატანა შეუძლია, როგორებიცაა ქლამიდიოზი, ჰერპესი, ტრიქომონოზი და სხვა.
წყარო: cosmo.ru