5 ხრიკი მაკიაჟში მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს - Marao

5 ხრიკი მაკიაჟში მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს

2019-12-18 11:08:47+04:00


იმ ქალებისთვის განკუთვნილ მაკიაჟს, ვინც სათვალეს ატარებს, სპეციფიკური ნიუანსები გააჩნია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, რათა არ აღმოჩნდეს წინაღობად სათვალე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის ჩვენი მხედველობისთვის აუცილებელია.

Image result for gif eye glasses make up

ყველამ კარგად ვიცით, რომ სათვალის ჩარჩო და მინები სახის ნაკვთების პროპორციებს ცვლის და გარეგნობაში კორექციები შეაქვს. შესაბამისად, “მარაომ“ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ 5 ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ ჰარმონიული მაკიაჟის გაკეთებაში, თუკი ნომრიან ან უბრალოდ დეკორატიულ სათვალეს ატარებთ.

Image result for gif eye glasses make up

1. გაითვალისწინეთ სათვალის კორექცია

  • გახსოვდეთ, რომ ახლომხედველებისთვის განკუთვნილი სათვალეები თვალებს ვიზუალურად აპატარავებს, შორსმხედველებისა კი პირიქით, ადიდებს. ამიტომ, თუ „+“ გაქვთ (შორსმხედველი), თქვენი მაკიაჟი არ უნდა იყოს ძალიან მყვირალა და გამოკვეთილი; ხოლო, თუ „-“ გაქვთ (ახლომხედველი), მაშინ შედარებით მკვეთრად შეიღებეთ თვალები.
Image result for gif eye glasses make up

2. გააკეთეთ აქცენტი ტუჩებზე

  • თვალის ჩრდილები სათვალის (-0:05) მინიდან ან ძალიან შეუმჩნეველია, ან მისი ტონალობა შეიძლება დამახინჯებულად ჩანდეს. ამიტომ აქცენტი ტუჩებზე გაამახვილეთ.

3. გამოიყენეთ კორექტორი და წყალგამძლე ტუში

  • სათვალეები თვალის გარშემო ჩრდილს ტოვებს. ამიტომ, ვიზაჟისტები რეკომენდაციას უწევენ კორექტორს, რომლის საშუალებით თვალის გარშემო ადგილების გაღიავებას შეძლებთ. ლინზებით დაპატარავებული თვალების გასადიდებლად გამოიყენეთ ტუში წყალგამძლე ფორმულით. წამწამებმა სათვალის მინებთან შეხებისას არ უნდა დატოვოს პატარა, შავი ლაქების კვალი.
Image result for gif eye glasses make up

4. თვალის ლაინერი

  • მსოფლიოში ცნობილმა ვიზაჟისტმა ბობი ბრაუნმა განაცხადა, რომ ლაინერი იდეალურად უხდება სათვალეს. თუმცა გაითვალისწინეთ შემდეგი წესი: რაც უფრო სქელია სათვალის ჩარჩო, მით უფრო თხელი უნდა იყოს ლაინერით გავლებული ხაზი (და პირიქით).
Image result for gif eye glasses make up

5. არ დაივიწყოთ წარბები

  • ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი მაკიაჟში მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს - არის წარბები. წარბების ხაზი უნდა იყოს აკურატული და მოვლილი. ასევე, არ უნდა იფარებოდეს სათვალით. ხაზი გაუსვით წარბებს და თმაზე ერთი ტონით მუქი ფერის ჩრდილებით გამოკვეთეთ.

Image result for gif eye glasses make up