როგორია ლამაზი და სადა მაკიაჟი - ჟანა დამასის რჩევები - Marao

როგორია ლამაზი და სადა მაკიაჟი - ჟანა დამასის რჩევები

2019-09-24 15:20:57+04:00


ბუნებრივობის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები გახლავთ ფრანგები: ისინი მარტივად ირგებენ ყველაზე მოდურ ვარცხნილობებს და თითქმის უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან.

french make up-ის სურათის შედეგი

საკუთარი ხრიკები და სილამაზის საიდუმლოებები გაგვიზიარა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდურმა პარიზელმა - ჟანა დამასმა.

french make up-ის სურათის შედეგი

1.  წაისვით პომადა თითებით

  • პარიზელი ქალებისთვის უცხოა ფუნჯების კოლექციის შეგროვება: კლასიკურ, მკვეთრ წითელ პომადასაც კი ისინი თითებით ისვამენ. „ასე ძალიან სექსუალურ, ოდნავ "რუჟის" ეფექტს ვიღებთ“, - განმარტავს ჟანა.
french make up-ის სურათის შედეგი

2. წარბებისთვის მხოლოდ გამჭვირვალე გელი გამოიყენეთ

  • არავითარი ფანქარი ან ჩრდილი - მაქსიმალური ბუნებრიობა. არაფერია იმაში საგანგაშო, თუ მოხატვის გარეშე წარბები ერთმანეთის იდენტური არ იქნება: თქვენ ხომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა დახატულსახიანი მანეკენი. ჟანას აზრით, ერთადერთი საშუალება, რის წასმაც წარბებზე ნამდვილად ღირს - გამჭვირვალე გელია. „მომწონს, წარბები და წამწამები როგორც გამოიყურება კოსმეტიკის გარეშე. ამიტომ მე წამწამებს მხოლოდ ვიხვევ, წარბებს კი ვივარცხნი და გელით ვაფიქსირებ“, - გამოტყდა ის.

french make up-ის სურათის შედეგი

3. დაივიწყეთ ტონალური საშუალებები

  • „მე ვცდილობ, შევქმნა სრულყოფილი „მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე“, რადგან მომწონს, როცა ვხედავ კანს ხალებით, ჭორფლით, მიმიკური ნაოჭებით. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულობები გარეგნობას უნიკალურს ხდის, სახეს მომხიბვლელობას მატებს“, - განმარტავს ჟანა. ფრანგებისთვის საყვარელი ტრენდული მაკიაჟი ჯანსაღი ბზინვარებაა. მაგრამ ამას არა ჰაილაითერების საშუალებით, არამედ კანის სწორად მოვლით იღებენ.
french make up-ის სურათის შედეგი

4. ნუ გადააჭარბებთ "რუჟს"

  • „ალბათ, ყველაზე სასარგებლო ხრიკი, რაც გავითავისე, ის არის, რომ "რუჟს" ლოყებზე ოდნავ მაღლა ვისვამ. ასე ლიფტინგის მსუბუქ ეფექტს ვიღებ, ყვრიმალები კი ოდნავ უფრო მახვილი გამოდის“, - გვიზიარებს დამასი.
french make up-ის სურათის შედეგი

5. უარი თქვით ჩრდილებზე

  • „კოსმეტიკით ნაკლებად გადატვირთული, ხალასი გამოხედვა რომ მივიღო, ქუთუთოებზე ვისვამ ჰაილაითერს ჩრდილებთან ერთად ან ერთ წვეთ მკვებავ, ცხიმიან კრემსაც“, - ამბობს ჟანა.
french make up-ის სურათის შედეგი

გაგვიზიარეთ შედეგი