მოტივაცია მთელი კვირისთვის. რა მოჰყვა თინა კანდელაკმა შურზე? (+ ფოტო) - Marao

მოტივაცია მთელი კვირისთვის. რა მოჰყვა თინა კანდელაკმა შურზე? (+ ფოტო)

2019-09-25 10:22:29+04:00


43 წლის ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა, პროდიუსერმა და წარმატებულმა ბიზნესლედიმ, თინა კანდელაკმა, 2016 წელს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი - AnsaLigy გამოუშვა, რომელიც ახლა ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე.

ასევე, თინა აქტიურად აწარმოებს Instagram-ს. მას 2 მლნ ხელმომწერი ჰყავს, რომლებსაც რჩევებს უზიარებს.

ამჯერად, თინამ დიდი პოსტი მიუძღვნა შურის თემას.

«შური – უბედურებაა, რომელმაც სოცქსელების წყალობით, ჩვენს დროში თავის კულმინაციას მიაღწია. ადამიანებს სხვისი ცხოვრების გაფილტრული ფოტოების შურთ, რომლებსაც არავითარი საერთო არ აქვთ რეალობასთან», – წერს თინა.

ასევე, პოსტში ის ჰყვება, რომ როდესაც იწყებდა კარიერას, მის დედას თბილისში ერთადერთი ბინის გაყიდვა მოუწია, რომ მოსკოვში სწავლის საფასური გადაეხადათ.