რატომ გვიჩნდება ჭაღარა - გვპასუხობს ექიმი-ტრიქოლოგი - Marao

რატომ გვიჩნდება ჭაღარა - გვპასუხობს ექიმი-ტრიქოლოგი

2019-09-30 15:27:30+04:00


სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ჭაღარა თმების გაჩენა ორგანიზმის „ჩაქრობის“ მიზეზია, ახალგაზრდობიდან მოხუცებულობისკენ მიმავალ გზასთან ერთად? ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ ჭაღარას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასაკთან!

ექიმი-ტრიქოლოგი ჯო ჩინკოტა მონაწილეობას იღებდა კვლევაში, სადაც ათასი მონაწილე იყო. მკვლევარების დაჯგუფება აკვირდებოდა მონაწილეების კვების რაციონს, მათი ცხოვრების წესს, სტრესის რაოდენობას და ნერვულ დაძაბულობას, კანის და თმის ფერს, ასაკსა და სქესს.

Image result for Почему мы седеем - потому что стареем?

დასკვნები, რომლებიც დაიდო, საბოლოოდ ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

Image result for Почему мы седеем - потому что стареем?

  • პირველ რიგში, სტრესი მნიშვნელოვან როლს ჭაღარის ფორმირებაში ნამდვილად არ თამაშობს. მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში ძალიან მძიმე დრამები გადაიტანეს, ბიზნესით დაწყებული, საყვარელი ადამიანების სიკვდილით დასრულებული, თუმცა არცერთ მათგანს არ გაზრდია ჭაღარის რაოდენობა სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე. ასე რომ, გამოთქმა „ერთ ღამეში გაჭაღარავდა“ - მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მეტაფორაა.
Related image

  • მეორე მხრივ, მელანინის გამომუშავების კლება, რომელიც პასუხისმგებელია თმის პიგმენტაციაზე, ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ყველა ადამიანზე ეს ინდივიდუალური სისწრაფით აისახება, რომელიც არ არის დამოკიდებული არც საცხოვრებელ რეგიონზე, არც კვების რაციონზე, არც ფიზიკური აქტივობის სიხშირეზე. სრულიად ჯანმრთელი ადამიანები ხშირად 20 წლის ასაკშიც ჭაღარავდებიან, იმ დროს, როცა მძიმე დაავადების მქონე ადამიანები 50 წლიდან იწყებენ გაჭაღარავებას.
Related image

  • მესამე დასკვნა: ვიტამინების და ბიოდანამატების მიღება ჭაღარის შემცირებას სულაც არ უწყობს ხელს. არ არსებობს დამტკიცებული ეფექტური კომპლექსური დანამატი რაციონში, რომელიც მელანინის გამომუშავების სტიმულირებას გამოიწვევს.
Related image

  • მეოთხე დასკვნა: ჭაღარა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე არანაირად არ აისახება, რაც ტრადიციულად, ასაკობრივად მიაჩნიათ. არც კანზე ნაოჭები, არც ძვლის კანის სტრუქტურის ცვლილება, არც შინაგანი ორგანოების არსებული მდგომარეობა, არც მეტაბოლიზმი - ჭაღარა თმის გაჩენასთან კავშირში არ არის.
Related image

  • დაბოლოს, არავითარი ჭაღარის მოძრობა, თმის შეღებვა, თმის მოვლის პროცედურები პიგმენტაციის დაკარგვის პროცესთან კავშირში არ არის.
Image result for Почему мы седеем - потому что стареем?

დამნაშავე ჭაღარის გაჩენის საკითხში ნაპოვნია: ეს გენეტიკური ფაქტორია. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაეწყოთ თქვენს მშობლებს ჭაღარა თმების გაჩენა, დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ ბევრად მალე გაჭაღარავდებით, ან პირიქით, რაც უფრო გვიან გაუჩნდებათ ჭაღარა, მით უფრო გვიან გაჭაღარავდებით თქვენც.

Related image

ასე რომ, რაც შეიძლება სწრაფად ამოიგდეთ თავიდან ფრაზა „ო, ღმერთო, ვბერდები, ჭაღარა თმას ვხედავ!“

Image result for Почему мы седеем - потому что стареем?

წყარო