ყველაზე ადვილად მიმიკური ნაოჭი თვალებთან ჩნდება. თვალის მოძრაობას ემატება გადაღლილობა და შეშუპება. რა მოვიმოქმედოთ, რომ კანი ისევ ელასტიკური გახდეს, ხოლო იერი - ახალგაზრდული?
რა აჩენს ნაოჭებს:
- მოწევა და ალკოჰოლი
- აკნე
- მზეზე დიდხანს ყოფნა
- ტრავმა და ოპერაცია სახეზე
- მავნე ჩვევა - თვალების მოჭუტვა
- სტრესი და უძილობა
- ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ნაკლებობა
როგორ მოვიქცეთ:
- მოარიდეთ თვალები მკვეთრ მზის შუქს: მიმიკური ნაოჭების ნაადრევი გაჩენისგან მზის სათვალე დაგიცავთ. გარდა ამისა, ის დაგიცავთ მტვრისა და ქარისგანაც.
- დალიეთ სუფთა წყალი.
- კანი დატენიანებული უნდა იყოს. უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი. და არც დღის განმავლობში დაგავიწყდეთ წყლის სმა. თუ უზმოზე წყლის სმა არ გსიმოვნებთ, ლიმონის რამდენიმე წვეთი ჩაუმატეთ.
- მიირთვით ხილი და ბოსტნეული
- აუცილებლად მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით. სანამ კიტრს შეჭამდეთ მრგვლად მოჭრილი ნაჭერი 20 წუთით დაიდეთ თვალებზე.
- ხშირად დაასვენეთ თვალები.
- განსაკუთრებით, კომპიუტერთან მუშაობისას. საათში ერთხელ რამდენიმე წუთით დაისვენეთ, დახუჭეთ თვალები. შეგიძლიათ მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც გააკეთოთ.
- ჯანსაღი ცხოვრების წესი.
- ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინის შემცველი სასმელები კანის პირველი მტერია. აგრეთვე შეამცირეთ ფასტ-ფუდი.
ნაოჭების საწინააღმდეგო შინაურული საშუალებები
- გაამდიდრეთ რაციონი ცხიმიანი თევზით, ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტებით.
- თვალების გარშემო გაიკეთეთ ავოკადოს ნიღაბი. შეგიძლიათ წაისვათ კვერცხის ცილაც, რომელსაც 5 წუთი გაიჩერებთ და ჩამოიბანთ თბილი წყლით. წაისვით რძე, ის კანს ელასტიკურობას მატებს.
- გაიკეთეთ მსუბუქი თვითმასაჟი. თითებმა რომ მსუბუქად ისრიალონ კანზე და ეფექტიც გააუმჯობესონ, წაისვით ზეთოვანი "ე" ვიტამინი, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი (ან სამივე ერთად).
წყარო