3 მიზეზი, რატომ უნდა იყიდოთ ავსტრალიური ნაწარმი და პროდუქცია, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი - Marao

3 მიზეზი, რატომ უნდა იყიდოთ ავსტრალიური ნაწარმი და პროდუქცია, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

2019-10-15 10:46:02+04:00


ავსტრალიური პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით იყიდება, მათ შორის, საქართველოშიც. მთავარი მიზეზი იმისა, რომ ავსტრალიური ნაწარმი არაერთ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, მისი მაღალი ხარისხი და სტანდარტებია, რომელსაც ნებისმიერი პროფილის კომპანია წარმოების პროცესში იცავს.

ხარისხი

ავსტრალიაში საწარმოო პროცესი უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ავსტრალიური პროდუქციის ყიდვისას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ყიდულობს.

საწარმოო პროცესის მკაცრი კონტროლის პარალელურად, ქვეყანაში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა სავალდებულოა. კონტროლი ხდება როგორც სახელმწიფო ორგანოების მიერ და ამავდროულად, აქტიურია შიდა კონტროლის მექანიზმები. შესაბამისად, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ავსტრალიური პროდუქტი თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.

საიმედო გარანტია

ავსტრალიაში არსებობს ავტომატური გარანტიის ცნება, რომელიც მომხმარებელს იცავს. ეს კანონი 2011 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული გარანტია რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის: პროდუქტი უნდა იყოს უსაფრთხო, შენახვის ვადის განმავლობაში სრულყოფილად ინარჩუნებდეს პირვანდელ სახეს, უნდა იყოს ფასის შესაბამისი, შეეფერებოდეს შეფუთვაზე მითითებულ აღწერას, ანოტაცია კი უნდა იყოს სრული და მითითებული იყოს ინფორმაცია მწარმოებელზე...

ეკომეგობრულობა

ავსტრალიაში საწარმოო პროცესი სრულად გარემოს დაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ხდება. ქვეყანაში არსებულ ყველა საწარმოში ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური სისტემებია მოწყობილი.

ავსტრალიური პროდუქცია საქართველოში

საქართველოში ხელმისაწვდომი ავსტრალიური პროდუქცია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. თუმცა ბაზარზე არსებობს რამდენიმე ბრენდი, რომელთა შეძენა და მათი მშვიდად გამოყენებაც შეგიძლიათ.

White glo

White Glo კბილის პასტების მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. მისი ექსპორტი ხდება აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, შუა და მცირე აზიაში. ავსტრალიის ბაზრის ლიდერი კომპანია ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას გთავაზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ White Glo Professional დასახელდა 2019 წლის №1 კბილების მათეთრებელ კბილის პასტად. პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან არ შეიცავს საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს. ის არ არის მხოლოდ კბილების მათეთრებელი საშუალება და ძალიან კარგია ნებისმიერი ანთებითი პროცესისთვისაც, ასუფთავებს ღრძილებს ბაქტერიებისაგან და ხდის მათ უფრო ჯანსაღს, ანეიტრალებს საკვებ მჟავებს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს. White Glo-ს პროდუქციის შემცველობაში მხოლოდ მცენარეული ინგრედიენტები და არომატიზატორები გამოიყენება. ბრენდი არასდროს ცდის თავის პროდუქტებს ცოცხალ ორგანიზმებზე და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ამისკენ.

საქართველოში White Glo-ს მრავალფეროვანი ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. მათ შორისაა: მათეთრებელი კბილის პასტა, შავი კბილის პასტა, კბილის პასტა მწეველებისთვის, ყავისა და ჩაის ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტა...

Natures Organics

საწარმო, რომელიც ავსტრალიაში 1981 წელს შეიქმნა, იყო პირველი ეკომეგობრული და გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი კომპანია ქვეყანაში და დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს ამ მიმართულებით. უკანასკნელი მონაცემებით, Natures Organics ყოველწლიურად 50 მილიონ პროდუქტს ყიდის. როგორც დამფუძნებელები აღნიშნავენ, მათი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ წარმოების პროცესში განსაკუთრებულად ზრუნავენ გარემოზე. მეორე მხრივ კი, დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის შემადგენლობას. სწორედ ეს გახდა საფუძველი კომპანიის სლოგანისა „პროდუქტები, რომლებიც დედამიწის ფასად არ გვიჯდება“.

კომპანია საქართველოში ორი ბრენდითაა წარმოდგენილი: Organic Care და Earth choice. Organic Care-ს აქვს თავისა და ტანის მოვლის საშუალებების ბავშვებისა და დიდების ხაზი. მცენარეებით და ვიტამინებით მდიდარი Organic Care-ის შამპუნი და კონდიციონერი თმას სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. პროდუქცია დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, პარაბენს, პროპილენ გლიკოლს ან საღებავებს. ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერი ტიპის თმის მქონე მომხმარებელი შეძლებს მისთვის სასურველის შერჩევას.

Natures Organics-ის მეორე ბრენდი არის Earth choice, რომელიც საწმენდ და სარეცხ საშუალებებს აწარმოებს. ეს არის პროდუქცია, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, მაქსიმალურად უსაფრთხოა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ გამოყოფს ქიმიურ ნარჩენებს და არ იწვევს ჰაერის დაბინძურებას. ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი, ავეჯისა და იატაკის საწმენდი, აბაზანისა და შუშების საწმენდი საშუალებები - ეს და კიდევ არაერთი პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ ქსელურ მარკეტებში ან ონლაინმაღაზია vendoo.ge-ზე მისაღებ ფასად და მშვიდად იყოთ, რომ თქვენი სახლი და ტანსაცმელი სუფთაა როგორც ჭუჭყისგან, ისე მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან.